0:5 ტექნიკური წაგება - უეფამ ქართველებსა და სომხებს ვერდიქტი გამოუტანა

AutoSharing Option
უეფამ საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გამართულ მეორე ტურის მატჩებში ტექნიკური მარცხი 0:5 ჩაუთვალა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები გასვლაზე პორტუგალიასთან  2:4 დამარცხდნენ, ფინელებმა კი სომხეთს 3:2 სძლიეს.

ამის შემდეგ ფინელებმა სომხებს, ხოლო პორტუგალიელებმა ქართველებს უჩივლეს და აღნიშნეს, რომ ამ ნაკრებებში დაშვებულზე მეტმა ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა იასპარეზა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს საჩივარი დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ქართველებსა და სომხებს ტექნიკური წაგება 0:5 დაუფიქსირდათ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვის რაში ჭირდება ასეთი გუნდი და ასეთი ფეხბურთი?ყველა კაპიკს უნდა ვუფრთხილდებოდეთ და მიზანმიმართულად ვხარჯავდეთ.ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად უნდა დაადგინოს სპორტის პრიორიტეტული სახეობები და მიხედოს მას.უნდა დავაფინანსოთ და ხელი შევუწყოთ ისეთ სახეობებს,რომლებიც ტრადიციულია და მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს,რომლებიც დიდ ინტერესს იწვევენ და ტრიბუნებს ავსებენ.ახალ ,გარედან შემოტენილ ყოვლად უნაირო და არაფრისმაქნის სპორტის სახეობებს კი მიხედოს მისით დაინტერესებულმა იმ კრძო პირებმა და კომპანიებმა რომლებსაც ძალიან შეტოკებიათ გულები.
საჩინო
21 ოქტომბერი 2023 16:44
9
ძალიანაც კარგი. ითამაშოს ქართველმა ოდესღაც მაინც მოვა შედეგი. რისთვის, უფრო სწორად, ვისთვის გამოყოფს ფედერაცია თანხებს.
ტარიელი
21 ოქტომბერი 2023 16:40
4
ეს თამაში ისედაც წავაგეთ და არაფერი არ იცვლება ამით. ალბათ იმ ერთ თამაშზეა მხოლოდ საუბარი.
Sxalteli
21 ოქტომბერი 2023 16:38
1
საოცარია. და ამდენი ხანი სად იყვნენ??? რამდენი წელია ამ შემადგენლობით ვთამაშობთ...
S.K.K.
21 ოქტომბერი 2023 15:19
2
ძალიან მოვინდომე, მაგრამ ვერ ვუგულშემატკივრე ამ გუნდს. ქართველი არავინ არის, მეკარის ჩათვლით!
აკაკი
21 ოქტომბერი 2023 13:28
12
მართლაც ვერაფერი, გამიგია ამ ნატურალიზების. გამოდის, რომ ფულია, მთავარი და არა სპორტის განვითარება შენს ქვეყანაში. საერთოდ აკრძალვა, ადამიანი უფლებების დარღვევა გამოდის, ამიტომ არც მწვადი, რომ არ დაიწვას და არც შამფური, ყველა დონეზე, მინდორზე, მხოლოდ სამი ნატურალიზებული ფეხბურთელის გაყვანის უფლება უნდა მიეცეს ყველა გუნდს.
ჟორა გაბრიჭიძე
21 ოქტომბერი 2023 13:27
4
ვერანაირად ვერ ვითავისებ ამ გუნდს ქართულად.. რა უბედურებაა მართლა ამდენი ნატურლიზებული...ისე, ეს პორტუგალია და ფინეთიც რა მაგრები არიან მოიგეს და მაინც უჩივლეს
ზურა
21 ოქტომბერი 2023 12:19
2
იქნებ მწვრთნელი და ფედერაციაც მოგვეწვია ბრაზილიიდან!!! ეს უმაქნისები რაღაში გვჭირდებიან!!!!!!!!
rigiti
21 ოქტომბერი 2023 10:23
2
საშველი არ ჩანს.
ამო
21 ოქტომბერი 2023 10:12
2
ჯერ რატომ უნდა ფინანსდებოდეს ჩვენი ფულიდან, დაგინანსდეს მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთი 18 წლამდე, თუ აფინანსებთ პატივცემულო გლდანის მაჟორიტარო დეპუტატო ის მაინც ჩადეთ ხელშეკრულებაში, რომ ლეგიონერები და თუნდაც უცხოელი მწვრთნელები დაფინანსდეს კერძო სპონსორისგან და არა ჩემი ფულით, არ მინდა ჩემი ფული ქვეყნიდან გავიდეს, მაგრამ მერე "ატკატებს" ვინ გააკეთებს
llcl
21 ოქტომბერი 2023 09:38
4

სიახლეები პოპულარული