მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ-რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სომხეთი 2:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი ირაკლი თოდუამ დააწინაურა, შემდეგ კი მეტოქის კარი ბრუნო გომესმა დალაშქრა. მეორე ტაიმში ჟულიო ზანოტომ ანგარიში შეამცირა, ბოლოს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ზვიად კუპატაძე.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 21 სექტემბერს სტუმრად პორტუგალიასთან ჩაატარებს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც მომავალ წელს უზბეკეთში გაიმართება, ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გამარჯვებული გავა, ხოლო ჯგუფებიდან საუკეთესო ოთხი მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს.