"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
ვინ არის, ბიჭო, რუსეთის მომხრე?! რუსეთის დედა მ.....ნ!!! შინაგანად მონები შენ და შენნაირები ხართ, რომლებისთვისაც მთავარი რუსეთის გინებაა, მაგრამ რასაც ამერიკა და ევროპა გეტყვის იმას რომ ბრმად გინდა დავუჯეროთ - ეგ არის მონური ფსიქოლოგია! ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და იმიტომ არ გვიბრძოლია 80-იანების ბოლოდან საქართველოს თავისუფლებისთვის, რომ ევროპის ან ამერიკის ტრაკში შევყოთ თვალდახუჭულმა თავები!!! შენი აზრები შენთვის შეინახე, განსაკუთრებით მეორედ გამოთქმისგან, შენს საქმეს მიხედე და ქვეყანას შენი პროფესიონალიზმით გამოადექი!
ზურა
03 მაისი 2024 12:26
11
შენ გაიხარე 100%
guderian
03 მაისი 2024 16:32
1
ფეხბურთით დაკავდით ჯობია ეს ის ბიჭო არაა ნაკრებში რომ იხვეწებოდა რა გინდა წადი ითამაშე ნაცების მესიჯებს ნუ აყევით უტვინოობა სირცხვილია
ქართველი
03 მაისი 2024 02:57
12
ბუდუ... მოეშვი ამ ერთი ადგილის თამაშს. ნაფტალინ მოყრილები იყავით მართლაც(ერთ ერთმა დაწერა და მომეწონა) და როგორც შენ უწოდებ ამ "პრორუსებმა" მოგიძებნეს გუნდი შუაგულ ევროპაში. მართლა ძაან ზედმეტი ნუ მოგდით. არაფერი მიგიღწევიათ თქვენით (თუ არ ჩავთვლით 2-3 ადამინს, კვარა, მამარდა და ა.შ.) და რაც მიაღწიეთ საქართველოს ნაკრებით და მათი ყოფილი წევრებით და ცოტა მოგრძალებული იყავით. პროვიცერებას ნუ ახდენთ ხალხის ... და ფეხბურთით გააცანით თავი ევროპას და არა განცხადებებით
Lana
03 მაისი 2024 01:37
12
ზოგს ისე გამოყავს, თითქოს ვინმეს ევროპასთან ინტეგრაცია არ უნდა. გვინდა სუყველას ბატონებო, უბრალოდ ცუმბუშა არ მინდა ვიყო არავისი!
არა რუსეთს!
არა მონობას!
კი ევროპას!
კი თავისუფლებას!
გამარჯვება საქართველოს!

100%
03 მაისი 2024 09:15
2
ბუდუ მადლობა
პ.ს ტროლებს სძინავთ?
რეზზ
02 მაისი 2024 21:41
15
ეტყობა ზეგანაკვეთურს არ უხდიან, ნამეტანი დიდი ჯაფა დააწვათ.
sani
02 მაისი 2024 21:51
18
ჯიგარი ხარ ბუდუ, ჯიგარი.
რუსეთს რაააა?
02 მაისი 2024 21:30
28
ბუდუ, კაცი ხარ კაცური. ეხლა კალაძე-ყაველაშვილის გინება არ დაგაკლდება( მათი ტროლებით) , მაგრამ ქართველი ხალხის სიყვარული ფასდაუდებელია.იხარე ოჯახთან ერთად.
Walter White
02 მაისი 2024 21:28
30
მინდა ბუდუს მივმართო. განსაკუთრებულად მომწონს და იმიტომ. "მე ვარ საქართველო" მაგარი სლოგანია, მარა შენ გგონია სხვა არ არის საქართველო, ვინც შენ აზრს არ იზიარებს? ამ კონტექსტში უკვე ასე გამოდის. ფეხბურთის დროს ჩვენ ყველა ერთად ვიდექით და დღეს ამ სულელური განცხადებებით დისტანცირებას უწყობთ ხელს და დაპირისპირებას ადამიანებს შორის. ეს არ არის პოლიტიკა მხოლოდ. რას ნიშნავს არა რუსეთს? რა სულელური ნათქვამია ეს საერთოდ რა არის? ერთი კაცი მაინც არსებობს მართლა, ვისაც რეალურად უნდა რუსეთში შეიყვანოს საქართველო? ანუ ასეთი მოქალაქე არსებობს საერთოდ? ყველამ აიხირეთ ეს რუსეთი და აშინებთ ერთმანეთს. მთავარი ეხლა ისაა, რომ ეს დაპირისპირება, ეს სიგიჟე დასრულდეს. ეს ბავშვები არ გააგიჟოთ ყველამ ერთად. და ბუდუ - მიხედე ფეხბურთს, არ გიხდება ეს, არაა ეს შენი საქმე. ნუ დაყოფ გულშემატკივარს, იფიქრე ამაზეც
c
03 მაისი 2024 04:47
7
ფეხბურთი ვერ გაქაჩე ჯიგარ და პოლიტიკას მიაწექი?ფუ შენი...
zura
03 მაისი 2024 00:21
9
ღმერთო,ერთი მეტეორი არ გვეყოფა,ორი გამოუშვი. რახან ამან თქვა ეგრე იქნება,კანონი რუსულია და ხოშტარიას რუბლები ევროპული.კომუნიზმი მძვინვარებს ქვეყანაში,ორივე მხარე ცდილობს გამოაგოროს ცნობადი სახეები და ეჯიბრებიან,ვინ მეტს გამოაგორებს. ეს ასე იყო და ასე აწყობთ,მარა ერთი რამე მიკვირს,ხალხს რატო ჯერა ამათი? ანუ ხალხს ეუბნებიან,შენ შენი აზრი არ გაქვს,რასაც ფიქრობ ეგრე არ არის,აგერ ფეხბურთელი ან რობიკო სტურუა გეტყვის სიმართლესო. ეს ხალხიც პირდაფჩენილი უყურებს,ის იმას მიემხრო და ეს ამასო,არ გიტყდება ერო? დანგრიეთ ბიძია ეს ქვეყანა,შვილი მე არ მყავს და ჩემს თავს როგორმე გავიტან,ბოლობოლო 90იანებში გაზრდილი ადამიანი ვარ. იკითხოს ჯენზიმ,თორე მე რა. დენი რო არ იქნება და ინტერნეტი,ტიკტოკების და ინსტაგრამების გარეშე რანაირად გაჩერდებიან.
იასონას უდარი
02 მაისი 2024 22:54
7
ღმერთს ნუ ახსენებ, ბიძინას და 83 მოღალატეს ეთაყვანე
ნიკა
02 მაისი 2024 23:27
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული