"როსონერი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის და ტრანსფერი სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაოფიციალურდება.
ფრანგი ფეხბურთელი დამატებით რამდენიმე ინგლისური გუნდიც იყო დაინტერესებული, თუმცა მან კარიერის გაგრძელება იტალიაში არჩია.
გასულ სეზონში ფოფანამ ყველა ტურნირზე "მონაკოს" ფორმა 36 შეხვედრაში მოირგო, სადაც 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.