"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
რა დროს პოლიტიკაა ბუდუ!..მიხედე შენს საქმეს!!!....
კობა
03 მაისი 2024 20:35
13
ეს მართლა ბრიყვი ვერ ითავისებს, თუ რა შეურაცყოფას აყენებს ხალხს, როცა რუსეთის მომხრეებად მოიხსენიებს მოსახლეობის უმრავლესობას, რომლისთვისაც მიუღებელია ის სექტა რომელიც რუსთაველზე ამ აქციების სათავეში დგას.
Alex
03 მაისი 2024 11:01
6
ღმერთო თვალები აუხილე ამ ხალხს. როგორ ყველაფერს სათავისოთ იყენებს ეს ოპოზიცია. ესენი კიდე ნებით თუ უნებლიედ, მაგათ საქმეს აკეთებს. აქციაზე დგომა და სელფის გადაღება, მოდური გახდა. წინ ევლოპისკენ)) ვის არ უნდა ევროპა. ვითომ განსხვავებულს ამბობდეთ რამეს))
შოთა
03 მაისი 2024 01:08
14
ყოჩაღ ბუდუ! როგორც მოედანზეა მებრძოლი, ასევეა მის ფარგლებს გარეთაც
დავით67
02 მაისი 2024 21:29
27
არა ძმაო,ჩვენ არც ფეხბურთი გვიშველის და არაფერი რა.
გეგი
02 მაისი 2024 23:58
3
ამათ თავი მართლა მნკშვნელოვნები გონიათ!! მაგას განახებთ შემდეგ თამაშზე!!
Porto
03 მაისი 2024 07:38
9
..... უბედურო-ბედკრულო საქართველოვ!
ეხხხ!
02 მაისი 2024 20:43
38
ბუდუ გვიყვარხარ და ფეხბურთის თამაში გააგრძელე ჯობს
მერაბი
03 მაისი 2024 12:27
11
მიყვარხაართ
odala
02 მაისი 2024 21:41
11
ბუდუ, შენი საბაზრო ღირებულება 700 ათასი ევროა. ფეხბურთს მიხედე, ცოტა წაივარჯიშე, იქნებ რამენაირად მილიონ ევრომდე ახვიდე.
სამართალი
03 მაისი 2024 18:25
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული