"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
ბუდუ!!! წარმატებებს გისურვებ ფეხბურთში!!! შენ და საქართველოს ნაკრებს... ევროკავშირში შესვლამდე კი, ევროპის ჩემპიონატია ფეხბურთში!!!
tngh
03 მაისი 2024 16:18
4
ისე სამოქალაქო დაპირისპირება რომ მოხდეს და ისევ 90-იანებში გადავეშვათ მერე რას იტყვი ერო? არ გინდათ თქვენ მშვიდობა არა.რაც მართლა გასაპროტესტებელია იმაზე სდუმს ხალხი.ყველაფერს რომ გიძვირებენ,სამსახურებში რომ შენს უფლებებს არღვევენ,რაღაც საპენსიო სულელური ფონდი რომ მოიგონეს მაგაზე კაციშვილი ხმას რომ არ იღებს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი საზოგადოებრივი პრობლემაა.მაგაზე ხალხოო არც ეწრთი პოლიტიკოსი არ იჭინთება ასე და თქვენ ამ პოლიტიკოსებს უკეთებთ საქმეს,ერთსაც და მეორესაც ანუ ოპოზიციასაც და პოზიციასაც.ხალხოოო ის გააპროტესტეთ ხოლმე პირველ რიგში რაც ყოველდღიურ ყოფიერებაში ხდება და არა ეს პოლიტიკოსების აყოლა.თავისას გაისწორებენ და მოგისვრიან მერე,თუ არ გჯერათ ერო და აგერ აჰაა 30 წელზე მეტია მიტინგომანიაა ქვეყანაში და არის რამე ხეირი?რამეს ვერ უნდა მიხვდე ბოლოს და ბოლოს?ყველამ რომ იბრძოლოს თავის უსამართლობაზე რაც მის ცხოვრებაში ხდება და არ იძახოს ხოლმე რა აზრი აქვსო ამასო ეგ უფრო არ სჯობს?მერე აი ეს ყველაფერიც ვერ მოხდება.აგერ ნახავთ ასე გამოუყენებიხართ და კიდევ გამოგიყენებენ,მიხვდებით ამას ან ვერ მიხვდებით და ვიქნებით ასე სულ უსასრულოდ წრეზე ტრიალში.
ეჰჰ
03 მაისი 2024 00:08
7
ამ აქციების უკან ვინ და რა ძალები დგანან და რა აქვთ მიზნად,ამას თუ ვეტ ხვდები და ხედავ,ბუდუ,ბიძიკო,მაშინ,უკაცრავად და ბრიყვი ყოფილხარ შენ,ანაც მათსავით ქართველთმოძულე...
ბრაზი
03 მაისი 2024 16:17
7
სასახელო კაცი ხარ ბუდუ !!!!!
ედიშერი
03 მაისი 2024 04:00
30
ბუდუ შენც?!ამ გნაცების ხროვას აყევი?!ტყუილად ვიყიდეთ გერმანიის ბილეთები?!ფეხბურთზე იფიქრე ეს ფულის მონები ერთმანეთში როგორმე მოყომარდებიან,ერთმანეთის ფულს იცავენ,არა რუსეთს,არა კორუმპირებულ ევროპას,გადაშენდით პოლიტიზირებულო ენჯეოებო
Kvekeskiri
04 მაისი 2024 01:20
10
ღამის პირველ საათიდან ჩაერთო საქმეში ყანდიაშვილი და გოგაია ხაინდრავა ( ნუ მათი ტროლბანდა). აწი აღარც ფეხბურთი მოსწონთ,აღარც ნაკრები და აღარც წარსული ახსოვთ როცა ხაინდრავა ავტომატით დარბოდა და პრემიერის მამიკო შევარდნაძის მარჯვენა ფეხი იყო.
Walter White
03 მაისი 2024 02:11
22
როგორ არ ახსოვთ , ყველაფერი ახსოვთ ! რა დაავიწყებთ დაუვიწყარ ნაცმოს და მის ლიდერს , უდიდეს მოამაგეს ეროვნული სპორტის, ხელოვნების და მედიცინისაც -ის მან წინ წაწია-მკვდრებს აცოცხლებს, ხოლო მკურნალი ჯადოქარი ბიძინაა ივანიშვილი, დასტაქარ ექიმბაშ !
ალექს
03 მაისი 2024 03:49
2
"დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას..."
რევა
03 მაისი 2024 19:40
9
ქოცებს:
ალისფერია ეს შენი დროშა,
ალისფერია შენი მიდამოც.
შენი სიცოცხლე არის სტალინი,
შენი მარჯვენა არის ბერია.
თქვენ სრული უფლება გაქვთ უყუროთ აზიის ჩემპიონატს.ასევე რუსეთის პრემიერლიგას. არ გაბედოთ ევრო24 ის ყურება თვალები დაგევსებათ. ისედაც ბრმები ხართ.
დავით 67
03 მაისი 2024 04:38
44
აი შე მართლა ალისფერო და ცისარტყელა ან ბერიაზე თუ წაგიკითხავს რამე თუ რა გაუკეთებია საქრთველოსთვის მარტო ვიღაცის ნაბოდვარზე რომ აყოლილხართ ან საერთოდ კომენტარებს გადახედე?! რატომ გგონიათ რომ სხვას საქართველო თქვენზე ნაკლებად უყვარს?! ეს კანონი კი არა ისტორიაც არ გაქვთ წაკითხული, მეფე ერეკლე მოღალატედ და რუსეთუმედ გყავთ შერაცხული აი ასეთი "პატროტები" ხართ ყველანი ვისაც ამ ქვეყნი რყევა გინდათ. რუსეთის და პუტინს შესცა ყველა ქართველმა, მაგრამ არც ევროპის და ა.შ.შ თითის დაქნეულზე უნდა იაროს საქართველომ. დაუჩემებიათ აქამდე მათმა ფინანსებმა გვედით დგომამ გადაარჩინა და მოიყვანა ჩვენი ქვეყანაო! ჩვენი ქვეყანა სანამ ეგენი გამოჩნდებოდნენ მანამდე არსებობდა ევროპაში, ჯერ კიდევ მირიან მეფის და ნანადედოფლის პერიოდში ჰქონდა საქართველოს ევროპასთან და ბიზატიასთან ურთიერთობა და კავშირები და ეხლა ბალტიისპირელი დეპუტატები წყვიტავენ საქართველო როგორ მოიქცეს და ვის ხატზე ილოცონ? თუ ისაა მოსაწონი რომ სარწმუნოების ნაცვლად ერთობა ჩავწეროთ ილიას სიყვებში?! სარწმუნოების გულისთვის 300 000ქართველი ეწამა და ქეთევან დედოფალს ძუძუები დაუშანთეს
ბლაუგრანა
03 მაისი 2024 09:19
4
ბლაუგრანა-ს! ყველაზე დიდი შტერი ისაა ვინც გაიძახის რომ არც ევროპა და არც რუსეთი. ეს არის ავტომატურად რუსეთის ხახაში თავის შეყოფა. აღარ უნდა გეყოს ამ წარსულით ცხოვრება???? საქართველო კი არა მასზე უფრო ძლიერი იყო ბიზანტია. ეხლა სად არის??? ბიზანტია მაინც არ გეხსენებინა შენ " განათლებულო ". ვერ ხვდები რომ კანონი ვერ გავა.ისევ მოუწევს ბიძინას და მის მხარდამჭერებს გადაფურთხებულის ალოკვა. ისე საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა სჯობია, რუსეთის უკანალის ლოკვას
გივი
03 მაისი 2024 10:29
4
ყველა გამოხმაურება
ხოჭოლავას თავისმა უკრაინელმა ცოლმა ეროვნება შეუცვალა და გადააჯიშა,ისევე როგორც სხვა ქართველი კაცების უცხოელმა ცოლებმა,განსაკუთრებით კი სლავებმა!!სამწუხაროა!!!
ქართველი ვაჟკაცს
03 მაისი 2024 00:58
8
რა გინდოდათ ბიჭო რაა გამაგებინეთ,გქონდათ ხალხის სიყვარული რას ეჩრებით ამ ბინძურ პოლიკიკაში და რატომ გვაძულებთ თავს რა.წინ ევროპაა,იმის მაგივრად იმაზე იყოთ კონცენტრირებულები რაღაც სისულელეებს აბრეხვებთ და აყვებით ამ ბინძურ თამაშებს კარგით რა მართლა რაა,ფეხბურთი უნდა შეაძულოთ ხალხს?ჩათვალე უკვე ბევრის ანტიპატია გამოიწვიე.არა ძმაო არაა,არ გვიშველის ჩვენ არც ევროპაზე გასვლა და არც ევროპის ჩემიპონობაც კი.არაფერი გვეშველება,ვერასოდეს ვერაფერს ვირგებთ!
vax raa
03 მაისი 2024 22:42
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული