"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
მაინც ვერ მიხვდა ეს რუსი ხელისუფლება რო ამ ტროლ ბოტობაში ტყუილა ყრის ფულს:) თან რამდენი ხართ ბიჭოოო
არაფერი გეშველებათ
03 მაისი 2024 09:46
34
ტყუილად არ ყრიან აკეთებენ თავის საქმეს. თან ეტყობა გაზარდეს დაფინანსება. ძველი სტატიების კომენტარებს გადახედეთ ფეხბურთელების განცხადებების და ამ ახლებსაც.
Delpiero
03 მაისი 2024 10:23
11
100% მართალი ხარ. კალოშამ გაუორმაგა ფული
გიორგი
04 მაისი 2024 11:05
1
…ნათქვამია: პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი….! … მიხედეთ საქმეს, იყავით პროფესიონალები!
პროფესიონალი
04 მაისი 2024 10:28
4
აუ რა მაგრები არიან ეს ნაცები!
titopapa
02 მაისი 2024 21:52
33
ბუდუ ღირსეული ქართველი ხარ, არ მიაქციო ყურადღება რუსეთუმეების კომენტარებს
luka
03 მაისი 2024 22:35
13
აი ამ სიტყვების შემდეგ ზეწოლა ფედერაციიდან და აღარ ათამაშებენ რათ უნდა ამდენი ლაი ლაი ქოცებმა არ აპატიეს თავისუფალი აზრის გამოხატვა
ძია ჟორიკა
24 ივნისი 2024 15:39
1
გივის!!! შენ მართლა გაუნათლებელი ხარ ეტყობა მაშინდელი ბიზანტია დღევანდელევროპის უდიდეს ნაწილს მოიცავს რუკაზე! თუ არ იცი გადახედე წარსულს და დღევანდელს, შეადერე და მიხვდები
გივის
03 მაისი 2024 12:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული