"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
ღმერთო,ერთი მეტეორი არ გვეყოფა,ორი გამოუშვი. რახან ამან თქვა ეგრე იქნება,კანონი რუსულია და ხოშტარიას რუბლები ევროპული.კომუნიზმი მძვინვარებს ქვეყანაში,ორივე მხარე ცდილობს გამოაგოროს ცნობადი სახეები და ეჯიბრებიან,ვინ მეტს გამოაგორებს. ეს ასე იყო და ასე აწყობთ,მარა ერთი რამე მიკვირს,ხალხს რატო ჯერა ამათი? ანუ ხალხს ეუბნებიან,შენ შენი აზრი არ გაქვს,რასაც ფიქრობ ეგრე არ არის,აგერ ფეხბურთელი ან რობიკო სტურუა გეტყვის სიმართლესო. ეს ხალხიც პირდაფჩენილი უყურებს,ის იმას მიემხრო და ეს ამასო,არ გიტყდება ერო? დანგრიეთ ბიძია ეს ქვეყანა,შვილი მე არ მყავს და ჩემს თავს როგორმე გავიტან,ბოლობოლო 90იანებში გაზრდილი ადამიანი ვარ. იკითხოს ჯენზიმ,თორე მე რა. დენი რო არ იქნება და ინტერნეტი,ტიკტოკების და ინსტაგრამების გარეშე რანაირად გაჩერდებიან.
იასონას უდარი
02 მაისი 2024 22:54
7
ღმერთს ნუ ახსენებ, ბიძინას და 83 მოღალატეს ეთაყვანე
ნიკა
02 მაისი 2024 23:27
31
ბუდუია ბიძიკო,რტომ იფუჭებ ავტორიტეტს???რატომ ერევი იმ სფეროში,სადაც,გეტყობა რომ არაფერი გესმის???წაგიკითხვს ეგ კანონი?იცი რაზეა???დარწმუნებული ვარ,რომ თვალითაც არ გინახია და შეეშვი,არ გაიბნძო თავი,აკეთე ის რაც გამოგდის,ნუ ფიქრობ,რომ უმრავლესობა წინაღმდეგია ამ კანონის,არ დაინახე 200 000 მომხრე რომ შეიკრიბა???იმათ რს ეუბნები,ისინი რ რიან შენი გულშემატკივრები???
მირო
02 მაისი 2024 22:51
11
200000? რატო 2მილიონი არა. Მაგ შენი თქმით დვესტიტიშიდან რამდენსაც არ ქონდა და გააზრებული კანონი ყველა შენი სარჩენი ყოფილიყოს . დავი?
კონსერვატორი
02 მაისი 2024 23:17
20
ეს ,,ტროლი" დაიზუთხეს და იმეორებენ მართლა სკანდინავიური ტროლები... ვისაც 90-იანები გამოგვივლია, ცუდი წინათგრძნობაა ძალიან: ,,პროვინციული ფაშიზმის" ძახილი, ბომონდის გულის წასვლები(95 წლის ღოღობერიძე ახლაც იგივე ტექსტებით), შენსავით კაი ტიპების მოზომილი თუ მოუზომელი პროტესტი... მერე იყო ორად გაყოფილი საქართველო, სისხლის კალო და ძმათა კვლა. შენ კი, ჩემო ბუდუ, მშვიდობიანი დემონსტრანტების რბევა, ეტყობა, არ გინახავს. ნახე 7 ნოემბრის და 26 მაისის კადრები. ჰოდა, იგივე ჯალათები დგანან რუპორებით ახლაც. ოღონდ თვითონ არ შეაკლავენ თავს არავის და არაფერს. ღმერთმა არ ქნას, არჩევნები გადატრიალებით შეიცვალოს, თორემ მერე აღარაფერი გვეშველება. ნუ გაახარებთ მტერს!
90-იანების შვილი
02 მაისი 2024 22:31
23
Მერე ქოცებს დაძაბვა და პუტჩი არ უნდათ? Ჩემი თუ არ გჯერა თქვენ აიათოლა გოგა ხაინდრავას კითხე.
კონსერვატორი
02 მაისი 2024 22:58
21
Მერე ქოცებს დაძაბვა და პუტჩი არ უნდათ? Ჩემი თუ არ გჯერა თქვენ აიათოლა გოგა ხაინდრავას კითხე.
კონსერვატორი
02 მაისი 2024 22:55
17
ხოჭოლავა ხმას რატომ არაფერზე იღებ??რავი უკრაინაზე ღაწვებს იხოკავდი და საქართველოზე ხმა არასდროს ამოგიღია,არც კარგზე და არც ცუდზე,აა დამავიწყდა შენი სამშობლო ხო უკრაინაა!!
ქართველი ვაჟკაცი
02 მაისი 2024 22:05
23
მართალი ხარ,უკრაინაზე რა ამბები ატეხა დანიურ პრესაში,მრცხვენია ჩემი ქვეყნისო,იმის მერე კი ჩირგვებში ჩაიმალა!!მარტო ამიტომაც არ იმსახურებ ნაკრებში თამაშს,მიხარია შენ გარეაშე,რომ გავედით ევროპაზე!!!
ქართველი ვაჟკაცი
02 მაისი 2024 22:54
2
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა"!
ოტია იოსელიანი
02 მაისი 2024 22:22
7
აუ რა მაგრები არიან ეს ნაცები!
titopapa
02 მაისი 2024 21:52
33
ნაციონალი ოდალა is BACKKKK!!!
odala
02 მაისი 2024 21:51
20
ბუდუ მადლობა
პ.ს ტროლებს სძინავთ?
რეზზ
02 მაისი 2024 21:41
15
ეტყობა ზეგანაკვეთურს არ უხდიან, ნამეტანი დიდი ჯაფა დააწვათ.
sani
02 მაისი 2024 21:51
18
მიყვარხაართ
odala
02 მაისი 2024 21:41
11
ყოჩაღ ბუდუ! როგორც მოედანზეა მებრძოლი, ისეთივეა მის ფარგლებს გარეთაც
დავით 67
02 მაისი 2024 21:31
25
ჯიგარი ხარ ბუდუ, ჯიგარი.
რუსეთს რაააა?
02 მაისი 2024 21:30
28
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული