"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
ყოჩაღ ბუდუ! როგორც მოედანზეა მებრძოლი, ასევეა მის ფარგლებს გარეთაც
დავით67
02 მაისი 2024 21:29
27
ბუდუ, კაცი ხარ კაცური. ეხლა კალაძე-ყაველაშვილის გინება არ დაგაკლდება( მათი ტროლებით) , მაგრამ ქართველი ხალხის სიყვარული ფასდაუდებელია.იხარე ოჯახთან ერთად.
Walter White
02 მაისი 2024 21:28
30
ყველაზე ჯიგარი ხარ ბუდუუუ!!!
გია_544
02 მაისი 2024 21:01
25
..... უბედურო-ბედკრულო საქართველოვ!
ეხხხ!
02 მაისი 2024 20:43
38
ლუქსემბურგთან დუბლზე მნიშვნელოვანი. მადლობა ბუდუ
მინდია
02 მაისი 2024 20:40
33
ქვილითაიამ ძირითადი გაინაღდა
აპალონი
02 მაისი 2024 20:34
20
არ ინერვიულო შენ, ქვილოც ამათ აზრზეა.
ეეე
02 მაისი 2024 21:19
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული