"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
ზოგს ისე გამოყავს, თითქოს ვინმეს ევროპასთან ინტეგრაცია არ უნდა. გვინდა სუყველას ბატონებო, უბრალოდ ცუმბუშა არ მინდა ვიყო არავისი!
არა რუსეთს!
არა მონობას!
კი ევროპას!
კი თავისუფლებას!
გამარჯვება საქართველოს!

100%
03 მაისი 2024 09:15
2
ამათ თავი მართლა მნკშვნელოვნები გონიათ!! მაგას განახებთ შემდეგ თამაშზე!!
Porto
03 მაისი 2024 07:38
9
გაუმარჯოს ბუდუს!
პროფესტო
03 მაისი 2024 07:37
21
ამათ უკვე ნამეტანი მოსდით, თავი მართლა გმირები ჰგონიათ, ლუქსემბურგთან მსაჯს რომ არ ეჯიგრა დღეს იქნებოდით უკლებლივ ყველა ვირთხებივით შემძვრალი სოროებში, გამომივიდნენ ეხლა დიდი პატრიოტები, რომელს გაქვთ ნეტა წაკითხული ეგ კანონი საინტერესოა? იცით მაინც ეგ კანონი რას ითვალისწინებს?ლაზარეს მაგვარი საყურებიანი მზეები თავზე რომ არ დაგაჯდნენ ხვალ აი მაგის საწინააღმდეგოა ეგ კანონი, ცოტა თვალი გაახილეთ იქნებ დაინახოთ რეალურად საითქენ მიდის ქვეყანა და მერე პოსტე ეგ შენი ბრძნული აზრები.
მამუკა
03 მაისი 2024 05:44
12
მინდა ბუდუს მივმართო. განსაკუთრებულად მომწონს და იმიტომ. "მე ვარ საქართველო" მაგარი სლოგანია, მარა შენ გგონია სხვა არ არის საქართველო, ვინც შენ აზრს არ იზიარებს? ამ კონტექსტში უკვე ასე გამოდის. ფეხბურთის დროს ჩვენ ყველა ერთად ვიდექით და დღეს ამ სულელური განცხადებებით დისტანცირებას უწყობთ ხელს და დაპირისპირებას ადამიანებს შორის. ეს არ არის პოლიტიკა მხოლოდ. რას ნიშნავს არა რუსეთს? რა სულელური ნათქვამია ეს საერთოდ რა არის? ერთი კაცი მაინც არსებობს მართლა, ვისაც რეალურად უნდა რუსეთში შეიყვანოს საქართველო? ანუ ასეთი მოქალაქე არსებობს საერთოდ? ყველამ აიხირეთ ეს რუსეთი და აშინებთ ერთმანეთს. მთავარი ეხლა ისაა, რომ ეს დაპირისპირება, ეს სიგიჟე დასრულდეს. ეს ბავშვები არ გააგიჟოთ ყველამ ერთად. და ბუდუ - მიხედე ფეხბურთს, არ გიხდება ეს, არაა ეს შენი საქმე. ნუ დაყოფ გულშემატკივარს, იფიქრე ამაზეც
c
03 მაისი 2024 04:47
7
ქოცებს:
ალისფერია ეს შენი დროშა,
ალისფერია შენი მიდამოც.
შენი სიცოცხლე არის სტალინი,
შენი მარჯვენა არის ბერია.
თქვენ სრული უფლება გაქვთ უყუროთ აზიის ჩემპიონატს.ასევე რუსეთის პრემიერლიგას. არ გაბედოთ ევრო24 ის ყურება თვალები დაგევსებათ. ისედაც ბრმები ხართ.
დავით 67
03 მაისი 2024 04:38
44
ზურა-ს! უდავოდ კარგი ლექსია, მაგრამ ოდნავ მაინც გამოსჭვივის, კომუნისტების ხოტბა. აი ეს:
სიხარულით შეგეცვალა

ამდენი ხნის გასაჭირი!

დაივიწყე, რაც ოდესმე

მტარვალებმა შენ გაწვალეს,

ჩვენი დედა-სამობლო ხარ,

გაიხარე, გენაცვალე!
თუმცა იმ დროს სხვანაირად არ შეიძლებოდა, თვით გალაკტიონსაც კი აქვს ლენინზე დაწერილი ლექსი. მითუმეტეს როცა იცი რაც იყო და კიდევ მაინც მაქეთ გინდა, ეს დიდი უბედურებაა. შენზე არ ვამბობ ( შენი კომენტარიდან ვერ ვიგებ თუ როგორია შენი პოზიცია).
დავით 67
03 მაისი 2024 17:16
0
აღტაცებულ გულით ვიღებ

გრძნობით სავსე მე საწყაულს,

სიყვარულით მოგილოცავ,

გამარჯვების დღესასწაულს.

სიმამაცით, სილამაზით

განთქმული ხარ და რჩეული,

სულ იბრძოდი არ ყოფილხარ

შენ მონობას დაჩვეული!

შენ გიცავდა გორგასალი...

დავით აღმაშენებელი,

ბევრი გმირი გოლიათი, -

ქართლის დამამშვენებელი.

მზის გვირგვინით შემოსილი,

მწვერვალივით დასანახი -

გადაჰყურებ მთელ ქვეყანას

თამარ-მეფის ტურფა სახით!

და შენს წარსულს, უდიადესს,

მიუძღვება წინ ლამპარით -

რვაასი წლის რუსთაველი, -

შენი ბრძენი წინაპარი!

შენთვის მლოცველ გურამიშვილს

გული ენთო სანთლად წინა,

მკერდზე აჩნდა პატარა კახს,

რაც ჭრილობა აგაცდინა!

მიაფრენდა ბარათაშვილს

შავი ფიქრი და მერანი,

შენს კალთებში დაიბადა

გულფოლადი ამირანი! -

ვინც გასჭედა ელვა მკვეთრი

და მზის თვალთა გასახელად -

გაარღვია საუკუნე

და საქვეყნოდ გასახელა!

გრემი, ზარზმა და ვარძია,

და გელათი, და მარტვილი,

ტაბაწყური, ბაზალეთი

და თბილისის ზღვა ნამდვილი!

კლდიდან კლდეზე, მდინარეზე

ცისარტყელა გადებული,

და კაშკაშა ორდენივით,

მზე - ზაჰესი ანთებული!

უძლეველი, ურღვეველი,

უძველესი შენი ერი, -

თუმც იტანჯა და ეწამა

ცხოვრობს მარად ბედნიერი!

საქართველო, საყვარელო!

გაჰქრა შენი მწუხარება

და ბუნების ჰიმნს გიმღერის

მთების წყალთა მქუხარება!

აყვავებულ შენს კალთებზე

ბავშვთა ჟივილ-ხივილია,

ცა ქათქათებს, - ქვეყნის სარკე,

ცაზე - შენი ღიმილია!

გაიხარე, გაიზარდე,

გაიშალე მხარ-მკლავები,

და შვილები გაგიმრავლდეს

უხვად როგორც ვარსკვლავები!

შევღაღადებს მშობლიურ ცას,

შენი ძე ვარ, შენი მკვიდრი,

ფიქრი დამყვა ოდითგანვე

შენი მთის და შენი მინდვრის!

იგი მუდამ შენთან არის,

შენს იქითა არსად წავა,

სულ გეტრფის და თავს გევლება

შენი ბედის დასაცავად!

მარად ცოცხლობს შენი ბედი,

თუნდ მცირეა და ზღვას არ ჰგავს,

ზღვას მდინარე მარად ერთვის

და სახესაც არა ჰკარგავს!

მხნედ გიცავდა შენ ილია,

მან ტყვიისგან აგიფარა,

სჭექდა ვაჟა და აკაკიმ

შენ იმედი დაგიბარა!

ღამეც შეკრთა... ვარსკვლავების

ჯაჭვს რომ სყვეტდა გმირთა-გმირი, -

სიხარულით შეგეცვალა

ამდენი ხნის გასაჭირი!

დაივიწყე, რაც ოდესმე

მტარვალებმა შენ გაწვალეს,

ჩვენი დედა-სამობლო ხარ,

გაიხარე, გენაცვალე!

მიწა ბევრჯერ გადაიწვა,

ბევრჯერ მწვანე გადაიცვა,

წყარო შენი ცხოვრებისა

არ დაშრა და არ დაიწვა!

როგორც ლექსი უტკბილესი,

უკვდავების წყაროს დენა,

არ დაშრება დედის გული

ჩვენი მკვიდრი დედა-ენა!

შევეზარდე შენს მწვერვალებს,

აზიდულებს მაღლა, ცამდი,

ბარად ჟღერდნენ ბულბულები,

მე - არწივის ხმას ვბაძავდი!

მებრძოლ ჯარისკაცებივით,

დარაზმული დათა-დასი, -

მე ლექსების ჯარი მახლავს,

განა ასი და ათასი?!

დე, ამ ქვეყნად არ ეცოცხლოს,

არც ემღეროს, ეღაღადოს,

თუ ოდესმე რომელიმეს

მამულისთვის ეღალატოს!

ხან ტკბილ ხმაზე ამღერებულს,

ხან კი რისხვად გადაქცეულს, -

დღესაც ვრაზმავ, მებრძოლ რაზმად,

მე ლექსების ათასეულს.

რომ იცავდეს შენს მიდამოს,

შრომის ბაღნარს თუ ხარაჩოს,

გვერდში უდგეს მშობლიურ ხალხს

და მშვიდობას უდარაჯოს!

ვერ შეგაკრთოს, რაგინდ მგლურად

გარეთ მტერი განგაშებდეს,

თავისუფალ ქვეყნებს შორის

მუდამ ასე კაშკაშებდე!

აღტაცებულ გულით ვიღებ

გრძნობით სავსე მე საწყაულს,

სიხარულით ვეგებები

შენს ბრწყინვალე დღესასწაულს!

დე, ხარობდეს კიდით-კიდე

შენი იმერ-ამიერი,

შენი გამარჯვების იყოს,

შენი მრავალჟამიერი!


ესეც რომ ალიოსია, რა ვქნათ?
ზურა
03 მაისი 2024 15:35
0
ყველა გამოხმაურება
საჭიროა თუ არა გამჭვირვალობის კანონის მიღება? ლაიქი-კი,დისლაიქი-არა!გმადლობთ
სიმართლე ერთია
03 მაისი 2024 04:15
16
სასახელო კაცი ხარ ბუდუ !!!!!
ედიშერი
03 მაისი 2024 04:00
30
ლომჯარიას პოსტი თუ ნახეთ კვარაზე, მიხვდებით რომ აბულინგებენ ბიჭებს, რომ პოსტები დადონ
gigi
03 მაისი 2024 03:44
5
ეჰჰჰ, მე რა მიკვირს იცი? მაინცდამაინც უკანალით რატომ გინდათ ევროპაში შესვლა?
ზურა
03 მაისი 2024 15:40
0
რას აბულინგებენ, რამ მოგაქციათ ასე. გეები იყვნენ მიქელანჯელო, ლეონადო, ოსკარ უაილდი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ფრედი მერკური, ელტონ ჯონი და ა.შ. ახლა ესენი გირჩევნიათ თუ ზარქუა და მამუკა მდინარაძე? ქ-ნ წილოსანს შვილი ყავს ევროპაში და ჩვენს უკანალზე რატომ აქვს ხელი აფარებული, რომ ვინმემ არ შეგვაცდინოს? საკუთარ უკანალს ვერ მივხედავთ ვითომ???
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 05:08
23
ყველა გამოხმაურება
ნეტა რა გესმის რუსული რაა? იმეორებ თუთიყუშივით
ბავშვები
03 მაისი 2024 03:02
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული