სხვადასხვასხვადასხვა

სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

ღვთისავარ ანთაძე
06:33/04-08-2024
+-

ჭიდაობისა და ძალოსნობის ტურნირის დაწყებამდე, სადაც მედლების მოლოდინი გვაქვს, დღეს, 4 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ქართველი გამოვა. მოკრივე ლაშა გურულს (-63.5 კგ) ბრინჯაოს მედალი გარანტირებული მარცხის შემთხვევაშიც აქვს და მეტი შეუძლია, თუკი, მინიმუმ, ნახევარფინალს დაძლევს.

თბილისის დროით 19:06 საათზე ქართველი მოკრივე კუბელ ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

27 წლის ( 27 აგვისტოს 28 წლის ხდება) გურულმა უკვე ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ჯერ აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს აჯობა, შემდეგ კი ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ძიუდოისტების მიერ მოპოვებული 1 ოქრო (ბექაური) და 2 ვერცხლია (გრიგალაშვილი, სულამანიძე). აქვე გეტყვით, რომ 6 აგვისტოს საქმეში ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ. 13:30 საათიდან) ჩაერთვება. ჩვენი ოლიმპიელებიდან გამოსვლას 10 აგვისტოს (+102 კგ, 22:30 საათიდან) ძალოსანი ლაშა ტალახახე დაასრულებს.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
18
ზურაბი
(1)
/
Dislike(1)
ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტს სათანადო ყურადღება არ ეთმობა! სპორტი ქვეყნის დამოუკიდებლობის და განვითარების სახეა! სსრკ-ს დაშლის მომენტიდან საქართველოში წარმოებულმა პოლიტიკამ და მცდარმა ავანტიურისტულმა გზამ საქართველო დაღუპვისა და გაქრობის წინაშე მიიყვანა! ეხლა მიმდინარეობს აღორძნება და აუცილებელია სპორტის განვითარება გავხადოთ ერთ-ერთი პრიორიტეტული!
5:14:08 AM 8/7/2024
გამოხმაურება(0)
555
(1)
/
Dislike(8)
აზერბაიჯანმა 48 სპორცმენი გაიყვანა ოლიმპიადაზე ჩვენ 28.თუმცა ქვეყანაში სადაც სპორტის სასახლე ფაქტიურად გააუქმეს,საწყლოსნო კომპლექსი სანაგვედ აქციეს და კორპუსების შენებას აპირებენ,ცენტრალური სტადიონი უვარგისად გამოაცხადეს და ალბათ დეზერტირების დახურვის შემდეგ ბაზარს გახსნიან როგორ და სად უნდა დაიზარდონ მომავალი ოლიმპიელები.
3:54:39 PM 8/4/2024
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2