რამდენი მედლით დავასრულებთ ოლიმპიადას? - დღეს მსოფლიო ჩემპიონი ერთვება, ძალოსნობაში კი სრულად ვერ დავიტვირთებით...

AutoSharing Option
საქართველომ ტოკიო-2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა.

წინა ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი (+125) და იაკობ ქაჯაია (-130) იყვნენ, ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (-96) მოიპოვა.

ახლა ამ შედეგის გამეორება გაგვიჭირდება. საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში კვლავ
ვერ შეძლო ერთ ოქროს მედალზე მეტი მოეპოვებინა, არადა, რა ახლოს ვიყავით... ჩვენს ანგარიშზე ახლა 4 მედალია. ძიუდოისტების: ლაშა ბექაურის (-90) ოქრო, ტატო გრიგალაშვილისა (-81) და ილია სულამანიძის (-100) ვერცხლი; ასევე, მოკრივე ლაშა გურულის (-63.5 კგ) ბრინჯაო.

ძალოსნობა

დღეს, 7 აგვისტოს, საქმეში შოთა მიშველიძეს (-61) ვნახავთ. შეჯიბრება ჩვენი დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ტრავმის გამო მიშველიძე მაქსიმალური დატვირთვებით ვერ შეძლებს ასპარეზობას.

ჩვენი ქვეყანა ლაშა ტალახახის (+102 კგ) მესამე ოლიმპიური ოქროს მოლოდინშია. ტრავმის გამო მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია, თუმცა უკვე ყველაფერი მოგვარებული უნდა იყოს. ლაშას მთავარი კონკურენტები სომეხი ვარაზდატ ლალაიანი და ირანელი ალი დავოუდი არიან.

ეს შეჯიბრება 10 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. იმავე დღეს, უფრო ადრე, 13:30 საათზე, ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძესაც (-102 კგ) ვიხილავთ. მედლისთვის ბრძოლა მასაც შეუძლია.

ზოიძე და გობაძე

Sportall.Ge

ჭიდაობა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამოსვლა წარუმატებლად დავიწყეთ, რობერტ კობლიაშვილი (-97) მალევე დამარცხდა. დღეს, 7 აგვისტოს, იმედიანად ვართ, მედალს ველით. საქმეში რამაზ ზოიძესა (-67 კგ) და მსოფლიო ჩემპიონ ლაშა გობაძეს (-87 კგ) ვნახავთ.

1/8-ფინალში რამაზ ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდება (დაახლოებით 13:30-ის შემდეგ). წარმატების შემთხვევაში უკრაინელ ფავრიზ ნასინოვსა და სერბ მატე ნემესს შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდებით.

ლაშა გობაძე 1/8-ფინალში (14:00 სთ-ის მერე) ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაეჭიდება, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე ბულგარელ სემენ ნოვიკოვსა და დანიელ ტურპალ ბისულთანოვს შორის საუკეთესო იქნება.

***

8 აგვისტოდან თავისუფალი სტილით ჭიდაობა იწყება. თამამად გენო პეტრიაშვილის (+125 კგ) მაღალ მიზნებზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ წარმატების შანსი ყველგან გვაქვს. გენო 9 აგვისტოს გამოვა (13:30 სთ), ფინალური ბლოკი კი მეორე დღეს ჩატარდება. იმედია, წინა ოლიმპიადაზე განცდილ ტკივილს ის ბოლომდე მოიშუშებს.

"თავისუფლები"

Sportall.Ge

8 აგვისტოს ვლადიმერ გამყრელიძეს (-86), ვიხილავთ, 10-ში კი - გოდერძი ძებისაშვილსა (-65) და გივი მაჭარაშვილს (-97 კგ). წინასწარი შეხვედრების დრო უცვლელია, ფინალური ბლოკი კი ყველგან მეორე დღესაა. თუკი ფინალურ ბლოკში გადავალთ, ოლიმპიადის ბოლო დღეს, 11 აგვისტოსაც ვიასპარეზებთ, ისე კი გამოსვლას ათში დავასრულებთ.

11 დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები 28-ე ადგილს იკავებს. ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს აქვს - 86 და ოქროც სხვებზე მეტი აქვთ - 24. მეორე ადგილზე ჩინეთია - 58 მედალი და მათ შორის 22 ოქროსია.

ქართულ დელეგაციას შანსი აქვს, რეიტინგში მაქსიმალურად მაღალი ადგილი შეინარჩუნოს, ამის იმედი ნამდვილად გვაქვს!..

altსანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

altქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

მკითხველის კომენტარები / 8 /
12 აგვისტოდან მძღრენოსნობა იწყება. Ჩაებმებიან ჩვენი სასიქადულო ფალავნები odala,zura222 და aburjga.
კარასინი
12:40 07-08-2024
3
ჭიდაობაში წონებს რომ ვერ ვავსებთ ეს არის დანაშაული!!!
პროფესტო
11:58 07-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული