ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ "ფეისბუქპოსტი" გაავრცელა:

"მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.

ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი. მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს
ისე როგორც არასდროს!"

alt"ნაპოლი" კარგი შედეგით, ლუკაკუსა და კვარაცხელიას ბომბარდირობით, თუმცა... - როცა ხვიჩასა და საბას დუელი შედგა

alt"სირცხვილია" - გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 88 /
კვარა, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, მადლობა
0
მაინც ძველ მეთოდებს უბრუნდებიან. ვისაც რუსული პოლიტიკა არ მოსწონს ის ნაცია! საერთოდ იქნებ გამარკვიოს ვინმემ თუ რას ნიშნავს ნაცი ან ვინ არის ნაცი? 2 კლასდამთავრებულებს ვთხოვ ამას. რადგან ყველამ კარგად იცით თუ რამდენი ძველ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი გადმობარგდა ახალ ხელუსუფლებაში.თან ძალიან აქტიურები რომ იყვნენ. პროკურატურაში დღესაც 90% ისევ ძველი კადრები მუშაობენ. გენპროკურორი შოთაძე აწ უკვე ყოფილი წინა მთავრობის დროსაც მუშაობდა და ამ მთავრობის დროსაც. მოსამართლები მურუსიძე და ჩინჩალაძეც ასევე. ეხლა მთლად კლანი შექმნეს. ეხლა ქოცპარტიის წევრები აიღეთ. კალაძე ( ცუციკივით რომ დაყვებოდა სააკაშვილს) ოდიშარია სკამზე წამომდგარი მიშას სადღეგრძელოებს რომ სვამდა. ამის კადრები ხომ არსებობს, მათიკაშვილი ,ბერაია, ეხლა რომ საგარეო მინისტრად გაამწესეს ბოჭორიშვილი უჰ დავიღალე ჩამოთვლით და თქვენ დამეხმაროთ იქნება. და ყველაზე მთავარს ვიტყვი ბორის ვანიაშვილი ყველაზე დიდი ნაცი, რომელმაც აღიარა კიდეც რომ 7 ნოემბერს დარბეული ხალხისთვის რეზინის ტყვიები შეიძინა. სანამ წაჩხუბდებოდნენ ეგ და მიშა დიდი სიამტბილობით უგდებდნენ ერთმანეთს. 2კლასიანებს ვეკითხები კიდე მე ვარ ნაცი??? მართლა 2 კლასიანებს ვეკითხები, აბა 3 კლას დამთავრებული ისედაც მიხვდება თუ ვინ ვინ არის.
და კიდევ ხვიჩას დაანებეთ თავი რუსული ხომალდის მეზღვაურებო. მან იმდენი გააკეთა უკვე საქართველოსთვის, რას ვერც თქვენ და ვერც თქვენი მოდგმა ვერ გააკეთებს. ნატას მინდა შევახსენო წყევლა მაწყევარს უბრუნდებაო. ასე გამიგია . იწყევლე და იყავი. მე არაფერი დააკლდება ამით
დავით 67
02:10 01-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული