"მძარცველებმა იარაღი დაადეს" - ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაქურდეს

AutoSharing Option
გუშინ "ლიონის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Le progres-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია. მიქაუტაძე "ნიცასთან" მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც მას ორი მძარცველი ელოდებოდა და იარაღის მუქარით ქართველის სახლში შევიდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, გუშინ, ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ნიცა" 4:1 დაამარცხა. მიქაუტაძე კი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.

წყარო
მკითხველის კომენტარები / 34 /
საკვირველია ამხელა თანხის რა წაიღეს.ფაქტია ახლა ქეშს სახლში არავინ ინახავს.ერთადერთი რამე ძვირადღირებული საგნების კოლექცია თუ ჰქონდა.
ამაშია საქმე
00:18 03-12-2024
0
არ მინდა დავიჯერო მაგრამ მგონია რომ geo team-ის გადაცემას უყურეს მიქაუტაძესთან და ისევ "ქართველების" გაკეთებულია. ისე გულწრფელად ვიტყვი მაგრად არ მომეწონა მიქაუტაძის მარიაჟობები გადაცემაში ლამბორგინით, "ალკანტარებით" და ა.შ. მთავარია ჯანმრთელადაა, 250 ათას ევრო 3 თვის ხელფასი იქნება... გვიყვარხარ ბომბარდირო!
დელ ტორო
22:38 02-12-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული