ანასტასია ცანავამ ჯგუფში, 5 ბრძოლის მოგების შემდეგ, უპირატესობა მოიპოვა, ერთი ბრძოლა გამოტოვა და ასპარეზობა T64-დან დაიწყო, რის შემდეგაც 5 ბრძოლა მოიგო, ფინალური ასპარეზობა მინიმალური სხვაობით, 15:13 დათმო და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ ჩეხეთში ჩატარებულ კადეტთა ციკლის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.