მოასპარეზეთა შორის იყო ერთადერთი ქართველი - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი. ტურნირი მან შესანიშნავად დაიწყო: სტარტზე შოტლანდიაში გათხოვილ ქეთევან არახამია-გრანტს აჯობა, მეორე ტურში ინგლისელ დავიდ ჰოველს (2701) დაუზავდა, მესამეში
ექვსი ტურის შემდეგ ნინოს 4,5 ქულა ჰქონდა და ლიდერთა შორის იმყოფებოდა, მაგრამ მამაკაცებთან საპაექროდ ბოლომდე არ ეყო ძალა და დასკვნითი სამი ხელი დათმო. მოგროვებული ქულებით მან ქალებში (სულ 24 მანდილოსანი თამაშობდა) მე-7 ადგილი (6 ქულით ჰოუ იფანმა გაიმარჯვა) დაიკავა.
თუმცა მთავარი ის არის, რომ ბათუმელმა მოჭადრაკემ მესამედ შეასრულა ვაჟთა დიდოსტატის ნორმატივი (ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი მან ტურნირის საზეიმო დახურვისას მთავარი მსაჯისგან მიიღო) და პირადი რეიტინგი 19,6 პუნქტით გაიმდიდრა.
ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონების - ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის, 2017 წლის ევროპის ჩემპიონ ნანა ძაგნიძისა და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი მოჭადრაკე ქალია, ვისაც ვაჟთა დიდოსტატის წოდებას ფიდეს უახლოეს კონგრესზე მიანიჭებენ.
მენის ტურნირის ბოლო ტურში კარლსენი ნაკამურას დაუზავდა, მოაგროვა 7,5 ქულა და მთავარი პრიზი მოიპოვა. ანანდმა და ნაკამურამ 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"