ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა

AutoSharing Option
ნანა ძაგნიძემ, ერთპიროვნულად გაიმარჯვა საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადშ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში!

ქართველმა დიდოსტატმა 16,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ვალენტინა გუნინას (რუსეთი), მესამე ადგილზე კი 14 ქულით ჟუ ვენჟუნი(ჩინეთი) განთავსდა.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 21 ტურად ჩატარდა (29-30 დეკემბერი) და მისი საპრიზო ფონდი 250 000$ შეადგენდა.

დანარჩენი ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

15.ლელა ჯავახიშვილი - 12,5 ქულა;18.ბელა ხოტენაშვილი - 12,5 ქულა; 23. ნინო ბაციაშვილი - 12 ქულა; 50. ინგა ჭარხალაშვილი -
10,5 ქულა;63. სოფიკო ხუხაშვილი - 10 ქულა; 77.სოფიო გვეტაძე - 9,5 ქულა; 89.სალომე მელია -9 ქულა.

ქალთა ასპარეზობის პარალელურად მიმდინარე ვაჟთა ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის გამარჯვებით დარსულდა. მის აქტივში 21-დან 16 ქულაა, II-III ადგილები 14,5 ქულით: სერგეი კარიაკინმა (რუსეთი) და ვიში ანანდმა (ინდოეთი) გაინაწილეს.

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

29.ლევან ფანცულაია -12,5 ქულა; 30.ბაადურ ჯობავა - 12 ქულა; 37.გიგა ყუფარაძე - 12 ქულა; 88.მიხეილ მჭედლიშვილი - 10.5 ქულა.

მომზადებულია gcf.org.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ ნანას! სამშობლო ასახელა!
კახა
16:09 01-01-2018
0
ამა წლის საუკეთესო სპორტსმენი უნდა იყყყყყყოს!ამ შედეგზე კარგს,უკეთესს რომელი ქართველი ათლეტი მიაღწევს 2018 წელს???
შტატებიდან
15:03 01-01-2018
1

სიახლეები პოპულარული