
აჭარის დედაქალაქში 180 ქვეყნის 4 ათასამდე მოჭადრაკე და დელეგატი ჩავიდა, რაც მსგავსი ფორუმების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. გახსნის ცერემონიალი წუხელ შეკვეთილში გაიმართა.
შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტმა გეორგიოს მაკროპულოსმა.
ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შვეიცარიული სისტემით 11 ტური გამოავლენს. პირველი ტურის პარტიები დღეს გაიმართება. 29 სექტემბერს მოჭადრაკეები დაისვენებენ.
![ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა [PHOTO] Sportall.Ge](/images/new_photo/2018/SEP18-30/03/chess-25.jpg)