23 აპრილს ჭადრაკის ონლაინტურნირი გაიმართება - საპრიზო ფონდი 30 000 ლარია!

AutoSharing Option
23 აპრილს, 18:00 საათიდან, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ფედერაციის გენერალური სპონსორის, კომპანია "სოკარის" ორგანიზებით, ჭადრაკის ონლაინტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას როგორც შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე სპორტსმენები, ასევე პროფესიონალი მოჭადრაკეები - საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებების წევრები მიიღებენ. ამის შესახებ Sportall-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, ტურნირის ჩატარების მიზანი საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაცია და მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინსივრცეში გადატანაა.

"ონლაინტურნირი ჩვენი ნაკრები გუნდების სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, შეძლონ სპორტული ფორმის შენარჩუნება. ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა ელფოსტაზე geo.chess.event@gmail.com
ან ვოტსაფში - 593399264 უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, chess.com-ის მეტსახელი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 აპრილი, 20:00 საათი.

მონაწილეები 23 აპრილის 16:00 საათამდე უნდა გაწევრიანდნენ ვირტუალურ კლუბ Georgian Chess Federation-ში.

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 17 ტურად; თითოეულ მონაწილეს აქვს 1 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 1 წამის დამატებით; ყოველი მომდევნო ტურის კენჭისყრა ჩატარდება მიმდინარე ტურის ბოლო პარტიის დასრულებიდან 10 წამში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტით. ტურნირის საპრიზო ფონდი გახლავთ 30 000 ლარი. ონლაინტურნირის მხარდამჭერი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა", - ნათქვამია განცხადებაში.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბადურამ ყოველკვირეული ონლაინ ბლიც-ტურნირი მოიგო დღეს chess.com ზე დაწერეთ
ZAZA
16 სექტემბერი 2020 01:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული