"ბევრი ფული ვიშოვე! მადლობა სანქციებისთვის!" - რატომ ემადლიერება ომის მხარდამჭერი კარიაკინი აშშ-სა და ევროპას

AutoSharing Option
რუსი მოჭადრაკე სერგეი კარიაკინი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს მისი ქვეყნისთვის დაკისრებული სანქციებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან თქვა, ამის წყალობით ფულიც იშოვა:

"მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას და ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის. მათი წყალობით, რუბლი გამყარდა და 2015 წლიდან მაქსიმალურ მაჩვენებელზე ავიდა ევროსთან, ხოლო 2018 წლიდან კი - დოლართან მიმართებით.

პირადად მე შევცვალე ყველა ჩემი დოლარი მარტში დოლარზე 120 რუბლის კურსით. ახლა კურსი 56.5-ია. ევროშიც ძალიან კარგი ფული ვიშოვე! ბევრად მეტი, ვიდრე კანდიდატთა ტურნირში მოვიგე", - წერს მოჭადრაკე.

კარიაკინი კანდიდატთა
ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა უკრაინაში ომის მხარდამჭერი განცხადებების გამო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი დაიმშვიდე თავი, ჯერ სად ხარ!
Irakli
14:39 17-06-2022
0
ადამიანების სიცოცხლის ფასად ნაშოვნ ფულზე რომ ასე იანგლებ,რამხელა დამპალი უნდა იყო.
სოსო
11:16 18-06-2022
0

სიახლეები პოპულარული