ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში იუნიორთა შორის გრან პრის მე-5 ეტაპზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. ჩვენმა სპორტსმენებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ორი პროგრამის ჯამში 190,45 ქულა მოიპოვეს და პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი გრან პრის ეტაპების რეიტინგულ სიას 15-ქულიანი შედეგით ლიდერობს.

მათ პირველებმა მოიპოვეს საგზური გრან პრის ეტაპების ფინალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 7-10 დეკემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.

მომზადებულია ფიგურული სრიალის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი50-ს კომენტარი: "სხვა ფედერაციებისათვის სამაგალითო ყოფილიყოს"
სხვა ფედერაციებმაც რუსები გამოიყენონ? ამ ხალხის ბიოგრაფია წაიკითხეთ და მერე დაიძახეთ: "ბრავო-ბრავო!"
ქ. გ.
16:35 23-09-2023
1
გაოცებული ვარ... ბრავო სპორტსმენებს და მწვრთნელებს ... სხვა ფედერაციებისათვის სამაგალითო ყოფილიყოს...
გიორგი 50
09:13 23-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული