ლეგიონერები, ჩემპიონთა ლიგა, პირობები და აკადემია - ინტერვიუ "დინამოს" დირექტორ გიორგი ხვედელიანთან

AutoSharing Option
წყალბურთის კლუბი თბილისის "დინამო" მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზნით რამდენიმე ძლიერი წყალბურთელი დაიმატა. ჩვენ კლუბის დირექტორს, გიორგი ხვედელიანს დავუკავშირდით და კლუბში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

სატურნირო მდგომარეობა
- თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატში პირველი წრის ორი ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ჩაატარა და ამჟამად მეორე ადგილზე ვართ. გეგმა არის საქართველოს ჩემპიონობა. ჩვენ დავიმატეთ ორი უცხოელი მოთამაშე და ირაკლი რაზმაძე დავიბრუნეთ, რომელიც მონტენეგროს "ბუდვაში" თამაშობდა.

ახალი ლეგიონერები
რაც შეეხება ლეგიონერებს, ეს არის წყალბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" საერთო პროექტი. ერთი წყალბურთელი არის ბორის ვაპენსკი,
რომელსაც სერბეთის ნაკრებში და მაღალი დონის კლუბებში აქვს ნათამაშები. "ცრვენა ზვეზდაში" ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთ-ერთი უძლიერესი მარჯვენა შემტევი მოთამაშეა.

რაც შეეხება ჩვენს ცენტრალურ თავდამსხმელ ფაბიო ბალარდის, მას იტალიის ნაკრებში აქვს ნათამაშები. იტალიის ნაკრებიც და სერბეთის ნაკრებიც ტოპ-სამეულში შედიან. იქ რომ აქვს ნათამაშები, შესაბამისად, ამ ნაკრების დონის მოთამაშეები არიან.

ისინი დიდ ძალას შემატებენ არა მარტო კლუბს, არამედ საქართველოს ნაკრებს. მათ მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. მათი ვალდებულებაა, რომ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, რომლის მოთამაშეებიც არიან. ამის შემდეგ ნაკრებში თამაშის უფლება ექნებათ. ისინი მეგა-ვარსკვლავები არა, მაგრამ ტოპ-მოთამაშეები არიან.

altწყალბურთის კლუბმა თბილისის "დინამომ" ორი უძლიერესი ლეგიონერი დაიმატა


ჩემპიონთა ლიგა
ჩემპიონობის შემდეგ ვაპირებთ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის თამაშს და ჯგუფურ ეტაპზე გასვლას, ან პირდაპირ შეიძლება ვიყიდოთ wild card-ი, რომლითაც სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მაღალი დონის ტურნირია კლუბებს შორის. ორი შესარჩევი ეტაპი უნდა გაიარო, რათა ეტაპზე მოხვდე. ეს ტურნირი სექტემბერში იწყება.

სავარჯიშო პირობები და აკადემია
თბილისის "დინამო" ამჟამად სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" ვარჯიშობს. ჩვეულებრივი ვარჯიშები გვაქვს, ყოველდღიური. ახალგაზრდული ნაკრებიდან ბევრი პერსპექტიული მოთამაშე გვყავს, თუნდაც გიორგი ერისთავი, რომელიც მონტენეგროში თამაშობდა. ასევე- დაჩი თევდორაშვილი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებ. ჩვენი სურვილია, კლუბი სრულად დაკომპლექტდეს გუნდის მიერ აღზრდილი მოთამაშეებით.

სამ სხვადასხვა აუზზე აკადემიები გვაქვს. სამი წლიდან ვიღებთ ბავშვებს. ჩვენს აკადემიაში ირიცხება 800-დან 1000-მდე ბავშვი.

altწყალბურთის კლუბმა თბილისის "დინამომ" ორი უძლიერესი ლეგიონერი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია ასე რომ გაძიერდა დინამო, მარა საკვირველია მეორე ადგილზე როგორღაა ის პირველი გუნდი უფრო მეტად გაძლიერდა? ან რა გუნდია პირველ ადგილზე ეგეც მაინტერესებს უკვე))
Geo_Dinamo
12:20 15-02-2019
0

სიახლეები პოპულარული