სხვა

წყალბურთი

თბილისის "დინამომ" მეშვიდე მატჩიც წააგო - ამჯერად 9:24

AutoSharing Option
9 დეკემბერს, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტურში თბილისის "დინამო" იტალიაში 9:24 დამარცხდა "პრო რეკოსთან".

ჩემპიონთა ლიგის რვაგზის გამარჯვებულმა და B ჯგუფის ლიდერმა ჩვენს გუნდს უპრობლემოდ სძლია (პირველი ტაიმი 8:0 მოიგო), რომელმაც პირველი წრე გამარჯვების გარეშე დაასრულა.

"დინამოდან" 4 გოლი მარკო ელაჩამ გაიტანა.

შემდეგ შეხვედრაში "დინამო" 4 თებერვალს, "პრო რეკოს" უმასპინძლებს.