თბილისის "დინამომ" ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
უნგრეთში მიმდინარე წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის "ბაბლში" თბილისის "დინამო" "ჰანოვერთან" 6:7 დამარცხდა.

გამარჯვების შემთხვევაში "დინამო" ჯგუფში მეოთხე ადგილს დაიკავებდა და პლეი-ოფში გავიდოდა. ამასთან, ახლოს იყო, მაგრამ ბოლო პერიოდი 0:3 წააგო და საბოლოოდ დასანანი მარცხი განიცადა.

ჩვენი გუნდიდან გოლები იოვან სარიჩმა (3), გიორგი მაგრაქველიძემ (2) და ბორის ვაპენსკიმ (1) გაიტანეს.

დეიან სტანოიევიჩის გუნდი ჯგუფში მეხუთე ადგილზეა და ხვალ, ბოლო ტურში, "ფერენცვაროშს" შეხვდება.

WPC Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული