"დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
უნგრეთში მიმდინარე წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის "ბაბლში" თბილისის "დინამომ" მონტენეგროს "იადრანი" 13:10 დაამარცხა.

"დინამოდან" გოლები ბორის ვაპენსკიმ (2), რევაზ იმნაიშვილმა (2), გიორგი მაგრაქველიძემ (2), დუსან ვასიჩმა (2), ანდრია ბითაძემ (2), მარკო ელაჩამ (2) და ვალიკო დადვანმა (1) გაიტანეს.

"დინამომ" მეორე გამარჯვება იზეიმა, მეშვიდე ადგილზეა და თუ 21 აპრილს "ჰანოვერს" სძლია, 1/4-ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრები ხართ, წარმატებები
0

სიახლეები პოპულარული