ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპირველობის მეოთხედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ რუსეთთან 13:14 დამარცხდა. ჩვენი გუნდი 4 ბურთითაც აგებდა, შემდეგ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯმა მეტოქის სასარგებლოდ, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ არბიტრის "შეცდომების" გამო უკმაყოფილება გამოხატა, რის გამოც გააფრთხილეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მან საქართველოს "პირველ არხთან" საუბარში მსაჯობაზე დიპლომატიურად, მინიშნებით ისაუბრა.

"არაფერი არ აკლდა იმას, რომ 8 გუნდში შევსულიყავით. ბიჭებმა ძალიან მაგ
რად ითამაშეს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა რაღაც ნაკლები შეცდომების დაშვება, მაგრამ ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. გუნდმა დადო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო და აჩვენა, რომ 8 გუნდში ყოფნის ღირსი იყო.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა, თუმცა ვამაყობ შედეგით და ვამაყობ გუნდით. მსაჯობაზე კომენტარს არავითარი აზრი არა აქვს. ჩემი აზრით, ზოგადად საზოგადოება, საწყალბურთო სამყარო მზად არ იყო იმისათვის, რათა საქართველოს ნაკრები 8 გუნდში ეხილა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მსაჯობას ჯობია თავი დაანებოთ მწვრთნელებმა ,
ისედაც ვიცით , რომ თუ გვინდა წარმწტებას მივაღწიოთ უნდა ვაჯობოთ მსაჯებსაც და მოწინააღმდეგესაც .
მადლობა ბიჭებს , მეტიც შეეძლოთ .
ბესო
21 იანვარი 2020 20:29
2
ვერ გამიგია, რას ვთხოვთ იმ გუნდს, რომელსაც აუზში წყალს ხან ჩაუსხავენ ხან კიდევ არა. ჩვენ ისეთ გუნდებს ვეთამაშებით, რომლებსაც იმდენი აუზი ემსახურება რამდენიც კაციც ჩვენთან წყალბურთში ვარჯიშობს. მუხლის მოდრეკით დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი პატრიოტიზმისა და თავგანწირვისათვის.
ჟორა
21 იანვარი 2020 17:52
1
წყალბურთშიც, ისევე როგორც რაგბიში კაიხელა სხვაობებია დონეებს შორის. არიან ნაკრებები, რომლებთან ტოლსწორად თამაშზე ამ ეტაპზე ვერც ვიოცნებებთ. ჩვენი გუნდი იმიტომ ვითარდება სწორად, რომ ვისთანაც შანსი გვაქვს, აღარაფერს ვუთმობთ და ხანდახან ვუგებთ კიდეც. იტალიას და საბერძნეთს შევეშვათ, აი ფრანგებთან და რუსებთანაც აუტსაიდერები ვიყავით ფურცელზე, თუმცა გარკვეული შანსები გვქონდა და თანაბრადაც დავუდექით, მაქსიმუმი გამოვადნეთ. რუსებმა თავიანთი ერთადერთი უპირატესობა გამოიყენეს (შორიდან მართლაც მაგრად გვირტყეს), თორემ ვინ იცის - ეგებ ახლა უნგრელებთან თამაშის სამზადისში ვყოფილიყავით და მსოფლიოზე გასვლაც დაგვებევებინა.
korben dallas
21 იანვარი 2020 10:41
2
ჰოდა რუსებსსაც შემოვევლე კარგებში და კეთილებში და ევროპასაც მოვიკითხავ გულით საყვარლებში,არ იყვნენ მზად,მაგათი ნუ მოკლედ პატარა საქართველომ კიდევ ერთჯერ იომა და ევროპამ კიდევ ერთჯერ დაგვიკიდა,იმ ფილმის არ იყოს მაინც ამოვთხრით,მოგიგებთ მსაჯებიანად თქვენი............
გოჩა
21 იანვარი 2020 10:18
3
ეს იყო თამაში, რომელშიც გუნდმა გამოავლინა იმაზე მეტი შესაძლებლობები ვიდრე რეალურად გააჩნია. აუცილებლად აღსანიშნია მსაჯების მიერ მიღებული რამოდენიმე მიკერძოებული გადაწყვეტილება, რომელმაც მართლაც იქონია გავლენა საბოლოო შედეგზე. სამწუხარო არის ის, რომ ბოლო მეოთხედში რუსებს აშკარად დაეტყთ ფსიქოლოგიური წნეხი, როთაც ჩვენებმა სამწუხაროდ ვერ ისარგებლეს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს რამოდენიმე მომენტში დისციპლინის პრობლემა, როდესაც შეტევა მოვიგერიეთ და კონტრშეტევისას ძალიან უნიათოდ და ნელა შევუტიეთ. ვერ მოვასწარით გადაწყობა და მოგვიწია იძულებით ტყორცნა. ეს ყველაფერი მაინც გამოცდილების ნაკლებობიდან მოდიოდა. არაუშავს, ეს ასპექტებიც შეივსება ეტაპობრივად. მთელ გუნდს დიდი მადლობა თავდადებისათვის!
ანესთეზეოლოგი
21 იანვარი 2020 09:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული