ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა წყალბურთელებმა თურქეთი დაამარცხეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation

22 იანვარს, ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

ქართველმა წყალბურთელებმა ჩვენი სამხრეთ-დასავლელი მეზობელი 6 ბურთის სხვაობით დაამარცხეს - 12:6. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3-3 გოლი მიხეილ ბაღათურიამ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს, დუბლი შეასრულა ხვიჩა ჯახაიამ, ხოლო 1-1 გოლი დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, გიორგი მაგრაქველიძემ და ბორის ვაპენსკიმ გაიტანეს.

ჩვენი ნაკრების მეტოქე გერმანია იქნება.

მე-9-მე-10 ადგილებისთვის მატჩს საქართველოს წყალბურთელთა გუნდი 24 იანვარს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც უნდა
დასრულდეს ის შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცავთ!!! გაგიმარჯოთ!!! გმადლობთ საქართველოს გახარებისთვის!!!
tngh
23 იანვარი 2020 12:52
0
თქვენ გენაცვალეთ . პირველობაც მოგეგოთ. ძალიან მიხარია ამ სახეობაშიც რომ თან და თან ძლიერდება საქართველოს ნაკრები.
ფიგურილ სრიალშიც იჩინა თავი საქართველომ ალბათ ამ სახეობებშიც დავიპყრობთ პირველობას ისევე როგორც ჭიდაობაში,სუმოში , მძიმე წონის აზიდვაში.
ძალიან გამიხარდა ძალიან.
თამარი
23 იანვარი 2020 06:50
0
გენაცვალეთ თქვენ! 4.000.000 -ანი ქვეყანა ტავის სიტყვას რომ ამბობს მსოფლიო სარბიელზე იმათთან, ვინც ისტორიულად შენს გადაყლაპვას ცდილობდა (სამხრეთელიც და ჩრდილოეთელიც) და ამ გველეშაპებს ისევე როგორც წინა საუკუნეებში აჩოქებს და უდიდესი პატივისცემით განაწყობს საკუთარი თავის მიმართ, იმ ერს გაუმარჯოს ბიჭებო თქვენი ღირსეული სახით!!!
soxumeli veterani
22 იანვარი 2020 20:28
4
მგონია,რომ შემთხვევით ეჭირებათ ხოლმე,მეც მომსვლია ეგრე და მერე ვერაფერს უშვები.სხვანაირად წარმოუდგენელია ქართულმა ამ კომენტზე დისლაიქი დაწერო
iraklis
22 იანვარი 2020 18:48
4
თუ არა და ეგეთი ქართველის დდშც!!!
soxumeli veterani
22 იანვარი 2020 22:37
4
დაზღვეული არავინ არ არის!!! მეც მომსვლია, მაგრამ დამიწერია გამოხმაურებაში , კომენტარის ქვეშ, რომ შემთხვევით მომივიდა!!!
დათო
22 იანვარი 2020 22:01
0
გილოცავთ გამარჯვებას ბიდჭებმა კარგად ითამაშეს და სულწარმატები ქონდეთ
გიგი
22 იანვარი 2020 17:50
4
თურქები იქნებიან
paqo
22 იანვარი 2020 19:26
2
....თუ გამიზნულად და არა შემთხვევით , მაშინ ის არაადამიანია!!! მას არ უხარია ქართველების გამარჯვება , დაძრწის ყველგან, სადაც ქართველები იმარჯვებენ და ადისლაიქებს!!!
დათო
22 იანვარი 2020 18:44
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული