საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში, ევროპის 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფში, მეორე ტურში პოლონეთი 22:1 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს კონტინენტის პირველობაზე.
ჩვენი გუნდიდან 3-3 გოლი ვალიკო დადვანმა, ნიკა შუშიაშვილმა, იოვან სარიჩმა და რევაზ იმნაიშვილმა გაიტანეს, ხოლო 2-2 დუშან ვაშიჩმა, ხვიჩა ჯახაიამ და ბორის ვაპენსკიმ.
შეგახსენებთ, პირველ ტურში დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ბელარუსს 25:5 სძლია, სლოვაკეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია და ამ გუნდს 20 თებერვალს, მესამე ტურში, ფაქტიურად პირველი ადგილისთვის მატჩში შეხვდება.
ევროპირველობა 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება.