სხვადასხვაწყალბურთი

უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველები შეცვლიან

ღვთისავარ ანთაძე
08:00/28-03-2022
+-

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის (FINA) ბიუროს 2022 წლის 8 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის გამო რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, ასევე, ოფიციალური პირები, შეჯიბრებებიდან მოკვეთეს. მათ ნაცვლად მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურთან ახლოს იყო - ჩვენმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს, რუსები კი მე-8 ადგილზე გავიდნენ (მეცხრეადგილოსან გერმანიას საგზური მოპოვებული ჰქონდა).

ფინალური ეტაპის წილისყრა 12 აპრილს გაიმართება.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
2
ნოდო
(1)
/
Dislike(0)
იქ პოლონეთმა იქ ლაიპციგმა იქ ევროლიგის კლუბებმა იხეირეს რუსეთის დისკვალიფიკაციით და ერთხელ ჩვენც ხო უნდა გვეხეირა? :)
2:40:47 PM 3/28/2022
გამოხმაურება(0)
ბათუმელი ექსპერტი
(1)
/
Dislike(0)
ვაა, ეს თუ მართალია ძალიან მაგარი ამბავია. წარმატებები საქართველო!
8:56:13 AM 3/28/2022
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2