ფორმულა 1: ბლიცი სებასტიან ფეტელთან

AutoSharing Option
გერმანელ პილოტს სებასტიან ფეტელს ყველა კარგად იცნობს: ის გამოდის "ფერარიში", მოიგო ოთხი საჩემპიონო ტიტული "რედ ბულის" შემადგენლობაში და ქალის სახელებს აძლევს თავის ბოლიდებს.

მაგრამ, როგორია სებასტიანი ტრასის მიღმა? ამის გაგებას ცდილობს ფორმულა 1-ის ოფიციალური გვერდი...

- რით ხართ გატაცებული ფორმულა 1-ის გარდა?
- ისევ და ისევ სისწრაფით.

- რომელმა ფილმმა აგატირათ?
- "ლომი" (ფილმი, რომელშიც მთავარი როლები ითამაშეს დევ პატელმა და ნიკოლ კიდმანმა).

- რისი გეშინიათ?
- საბურავების ცვეთის (იცინის).

- ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ?
- ცოტას ვკითხულობ.

- რას
წერდნენ სკოლის მასწავლებლები თქვენს დღიურში?
- როგორც უკვე გითხარით, ცოტას ვკითხულობ.

- რომელია თქვენი საიდუმლო სისუსტე?
- შოკოლადი.

- რამეს აგროვებთ?
- არა. ამით მომავალში ვიქნები დაკავებული.

- რა არ გყოფნით ყველაზე მეტად, ეტაპებზე მოგზაურობისას?
- სახლი და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული: მენატრება საწოლი, ბალიში...

- რა იყო თქვენი ყველაზე ცუდი შენაძენი?
- რომელიღაც ელექტრონული გაჯეტი. თუ არ ვცდები, ეს იყო ტელეფონის მორიგი დამტენი - უსარგებლო რამ.

- როგორია თქვენი იდეალური კვირა რბოლების გარეშე?
- ვრჩები შინ, მძინავს რამდენიც მინდა და დროს ვატარებ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

- რომელი შეცდომის გამო გრცხვენიათ ყველაზე მეტად?
- 2007 წელს, "ფუჯიზე" რბოლის გამო (მაშინ ფეტელი შეეჯახა თავის მომავალ თანაგუნდელს მარკ უებერს. შედეგად, ავარიის გამო, ორივე პილოტი გამოეთიშა რბოლას).

- ბოლოს როდის გაბრაზდით ყველაზე მეტად?
- როცა ევრო 2016-ზე გერმანიის ნაკრებმა საფრანგეთთან წააგო ნახევარფინალი.

- რომელი სუპერძალა გირჩევნიათ: იცოდეთ ფრენა თუ იყოთ უჩინარი?
- ფრენა. ეს ცხოვრებას უფრო იოლს გახდიდა.

- რა სიმღერას ირჩევთ შხაპის დროს?
- არ ვმღერი.

- გჯერათ ერთი ნახვით შეყვარების?
- უკვე აღარ. შეყვარებული ვარ.

- რა არის ყველაზე ცუდი იმაში, რომ სახელგანთქმული ხარ?
- იყო სახელგანთქმული (იცინის).

- რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?
- თავისუფალ დროს ვუძღვნი ოჯახსა და მეგობრებს.

- მოგზაურობა.
- არ მინდა ისე სწრაფად მოგზაურობა, როგორც ამას დღეს ვაკეთებ.

- რომ შეგეძლოთ ვახშამზე სამი ადამიანის მიწვევა - ცოცხალის ან გარდაცვლილის - ვის მიიწვევდით?
- ენცო ფერარის, ოდრი ჰეპბერნსა და ალბერტ აინშტაინს. ვფიქრობ, ვახშამი საინტერესო გამოვიდოდა.

- რა არის ბავშვის ცხოვრებაში საუკეთესო?
- როცა არ იცი, რა არის ნერვიულობა.

- რა უნდა სცადოს ნებისმიერმა თავის ცხოვრებაში?
- გაატაროს რამდენიმე თვე ინტერნეტის გარეშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული