ფორმულა 1: საფრანგეთი დაბრუნდა

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ფორმულა 1-ის 2018 წლის ჩემპიონატის კალენდარი. გაისად, 21 რბოლა არის დაგეგმილი.

მთავარი სიახლე ისაა, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ, კალენდარში ბრუნდება საფრანგეთის გრანპრი, გარდა ამისა, ჩატარდება გერმანიის გრანპრი, რომელიც წელს ამოღებული იყო კალენდრიდან. რუსეთის გრანპრი გაზაფხულიდან ოქტომბერში გადაიტანეს.

სეზონი გაიხსნება ავსტრალიის გრანპრით (25 მარტს) და დაიხურება აბუ დაბიში რბოლით (25 ნოემბერი).

2018 წლის სრული კალენდარი ასეთია:
25 მარტი - ავსტრალია
8 აპრილი - ჩინეთი
15 აპრილი
- ბაჰრეინი
29 აპრილი - აზერბაიჯანი
13 მაისი - ესპანეთი
27 მაისი - მონაკო
10 ივნისი - კანადა
24 ივნისი - ავსტრია
8 ივლისი - ბრიტანეთი
22 ივლისი - გერმანია
29 ივლისი - უნგრეთი
16 აგვისტო - ბელგია
2 სექტემბერი - იტალია
16 სექტემბერი - სინგაპური
30 სექტემბერი - რუსეთი
7 ოქტომბერი - იაპონია
21 ოქტომბერი - აშშ
28 ოქტომბერი - მექსიკა
11 ნოემბერი - ბრაზილია
25 ნოემბერი - აბუ დაბი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საფრანგეთი არ არის კალენდარში....
გიორგი
20 ივნისი 2017 10:33
0
საფრანგეთს ვერ ვხედავ....
გიორგი
20 ივნისი 2017 10:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული