ფორმულა 1: ფეტელი გაბრაზებული არ არის

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ პრობლემები არ აქვს "მერსედესის" პილოტთან ლუის ჰემილტონთან იმ ინციდენტის გამო, რომელიც აზერბაიჯანის გრანპრის დროს მოხდა.

უსაფრთხოების მანქანის რეჟიმისას, რბოლის ლიდერმა ჰემილტონმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, რასაც არ ელოდა მის უკან მყოფი ფეტელი. გერმანელის ბოლიდი უკნიდან შეეხო კონკურენტის მანქანას. ამან სებასტიანი ძალიან გააბრაზა - მან უკნიდან კიდევ ერთხელ დაარტყმა ბრიტანელს, თან ხელებს ემოციურად იქნევდა. ჰემილტონმა არ შეიმჩნია ფეტელის ამგვარი რეაქცია.

"მასთან არანაირი პრობლემა არ გამაჩნია. ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მრბოლელს, - განაცხადა ფეტელმა Autosport-თან კომენტ
არში. - არ მგონია, რომ მან ეს სპეციალურად გააკეთა, რადგან არსებობდა მანქანის სერიოზულად დაზიანების რისკი. დღეს არ არის ლაპარაკისთვის შესაფერისი მომენტი. მაგრამ, ადრე თუ გვიან, განვიხილავთ ამ ეპიზოდს და გავაგრძელებთ გამოსვლას.

შესაძლოა, მთლად ჭკვიანი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ნორმალური ხასიათი მაქვს. მზად ვარ გავარკვიო მასთან მომხდარი. თუმცა, გასარკვევი ბევრი არაფერია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰემილტონი ნაგავია
dato
17:36 27-06-2017
0
ამ მომენტამდეც დაამუხრუჭო მოულოდნელად და მაშინ ლამის პერესი შეაჯდა ფეტელს, მაგრამ შარშან აბუ დაბიში რის გაკეთებას ცდილობდა როსბერგთან მაგის მერე ამის ჩემპიონობას ფასი არ აქვს !!!
musenbezi
01:58 27-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული