გასულ სეზონში "მერსედესის" ბოლიდს აშკარად სისწრაფე აკლდა და არც წლევანდელი ჩემპიონატის სტარტი გამოვიდა წარმატებული, თუმცა ჩინეთში შუმის თანაგუნდელს ნიკო როსბერგს არათუ პოდიუმზე ასვლის, არამედ რბოლის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, შუმახერი კი მერვე მივიდა ფინიშთან.
გერმანულ ყოველკვირეულ Bunte-თვის მიცემულ ინტერვიუში მიხაელ შუმახერმა კიდევ
შუმახერმა აღიარა, რომ მეათე ადგილისთვის ბრძოლა ნაკლებად ხიბლავს, მაგრამ იმედი აქვს, გუნდი შეძლებს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას.
"ამიტომაც ვაგრძელებ ბრძოლას და ვრჩები "მერსედესში, - თქვა შუმახერმა. - ვაღიარებ, რომ 42 წელი სოლიდური ასაკია, მაგრამ მაინც ბოლო შევასრულებ ჩემს კონტრაქტს გუნდთან, შემდეგ "მერსედესის" მარკის წარმომადგენლად გავაგრძელებ მუშაობას".
* * *
"მაკლარენის" ბრიტანელმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება და აქვე კარიერის დასრულება სურს.
ბატონს, რომელიც ბრიტანულ საჯინიბოში 2010 წლიდან გამოდის, "მაკლარენში" ყველაფერი აწყობს და იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას გუნდთან.
თავის მხრივ, "მაკლარენის" ხელმძღვანელმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება ჯენსონ ბატონთან კონტრაქტის გახანგრძლივებით.