ჯერ რბოლა, შემდეგ ესტაფეტა

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი ორშაბათს მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში.

თავდაპირველად მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს სტევენეიჯის ქუჩებში გარბენა შესთავაზეს. ეს ქალაქი ლონდონის ჩრდილოეთით 50 კილომეტრში მდებარეობს.

სწორედ იქ დაიბადა და გაიზარდა ჰემილტონი და ამ შემთხვევაში მის მონაწილეობას ესტაფეტაში დამატებითი სიმბოლური ხასიათი ექნებოდა, მაგრამ ლუისმა ვერ შეუხამა ესტაფეტის გრაფიკს სილვერსტოუნში სარბოლო უქმეების განრიგი და ამიტომაც გადაწყდა, რომ ლუისი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის სხვა ეტაპში მიიღებდა მონაწილეობას.

ცნობილია, რომ 9 ივლისს ოლიმპიური ესტაფეტა იმ რაიონებში ჩაივლის, რომელიც სილვერსტოუნის ავტოდრომს ესაზღვრება.

მანამდე კი ჰემილტონი
შეეცდება, მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს ბრიტანეთის გრანპრიზე და ესტაფეტაში კარგი განწყობით ჩაებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული