რობერტ კუბიცა ისევ ავარიაში მოყვა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რობერტ კუბიცა დიდ სპორტში დაბრუნებას ცდილობს.

როგორც იცით, ერთი კვირის წინ პოლონელმა იტალიაში რეგიონალური მნიშვნელობის რალიში - Ronde Gomitolo di Lana-ში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა.

ეს იყო მისთვის შარშანდელი საშინელი ავარიის შემდეგ პირველი ოფიციალური რბოლა.

15 სექტემბერს კუბიცა ისევ ვიხილეთ რალის მანქანის საჭესთან - ის San Martino di Castrozza-ს რალის ეტაპზე გამოვიდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სავალალოდ დასრულდა - პოლონელი ავარიაში მოხვდა.

რბოლის ორგანიზატორთა თქმით, არც პილოტი და არც მისი შტურმანი - იაკუბ გერბერი არ
დაზარალებულან.

გასულ კვირას კუბიცამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ მისი მიზანი კვლავაც ფორმულა 1-ში დაბრუნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული