ფორმულა 1: გუნდების უარი ტესტებს

AutoSharing Option
ზედიზედ რამდენიმე წელია, "ფერარი" აქტიურად ლობირებს სეზონის მსვლელობისას სატესტო სერიების დაბრუნებას. გასულ წელს ასეთი ტესტები მაისში, მუჯელოში გაიმართა, მაგრამ უკვე მაშინ გუნდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ასეთი ვარჯიში ძალიან ძვირი სიამოვნებაა და საერთოდ, ტესტები ცუდად ჯდება მანქანის მომზადების თანამედროვე კონცეფციაში.

დღეისთვის ტექნიკურ სიახლეებს CFD-ის კომპიუტერებსა და აეროდინამიკურ მილში ამუშავებენ, შემდეგ ვირტუალურ სიმულატორებზე ამოწმებენ და ბოლოს პარასკევის თავისუფალი პრაქტიკებისას სცდიან. ასეთ მოწყობილობებსა და სიმულატორებში ბევრმა გუნდმა სერიოზული თანხები ჩადო და ვერ ხედავენ სეზონის მსვლელობისას ტესტების აღდგენის აუცილებლობას. 9 მაისს სპორტული სამუშაო ჯგუფის
რანგში გაიმართა კენჭისყრა და გუნდების უმრავლესობამ უარი უთხრა სატესტო სესიების აღდგენას.

იდეას მხარი დაუჭირა "ფერარიმ" და აგრეთვე იმ რამდენიმე გუნდმა, რომლებიც მომავალ წელს მარანელოში დამზადებულ ძრავებს გამოიყენებენ. სხვები კი წინააღმდეგნი წავიდნენ. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ ახალგაზრდა პილოტებისთვის, რომლებისთვისაც ყოველ წელს იმართება ახალგაზრდული ტესტები.

* * *
ამასობაში მოახლოვდა ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპის დრო - "დიდი ცირკი" ევროპაში ბრუნდება და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატი, ფაქტობრივად, თავიდან იწყება. ამ პერიოდში გუნდებმა თავიანთ ბაზებზე ნაყოფიერად იმუშავეს და ბარსელონაში ბევრი ტექნიკური სიახლე ჩაიტანეს, რითაც იმედოვნებენ თავიანთი ბოლიდების პოტენციალის სრულად გამოვლენას.

ბუკმეიკერთა ფავორიტების სია კი უცვლელია: სებასტიან ფეტელი, ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი.

ესპანეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი: კატალონია (ესპანეთი)
წრის სიგრძე: 4.655 კმ
წრის რეკორდი: 1:21,670 (კიმი რაიკონენი, 2008)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 77 ქულა
2. რაიკონენი (ლოტუსი) - 67
3. ჰემილტონი (მერსედესი) - 50
4. ალონსო (ფერარი) - 47
5. უებერი (რედ ბული) - 32
6. მასა (ფერარი) - 30
7. გროსჟანი (ლოტუსი) - 26
8. დი რესტა (ფორს ინდიან) - 20

უქმეების განრიგი
10 მაისი, 12:00 – I პრაქტიკა
10 მაისი, 16:00 – II პრაქტიკა
11 მაისი, 13:00 – III პრაქტიკა
11 მაისი, 16:00 - კვალიფიკაცია
12 მაისი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი რეკორდს უმიზნებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული