ოფიციალურად: გაისად 19 რბოლა იქნება

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ პარიზში გამართულ სხდომაზე დაამტკიცა ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კალენდრის საბოლოო ვერსია.

შეგახსენებთ, რომ კალენდრის წინასწარ ვერსიაში შეტანილი იყო 21 ეტაპი, მაგრამ ახლა იქიდან ამოიღეს კორეისა და ნიუ ჯერსის გრანპრი. კორეის შემთხვევაში, მიზეზია დაბალი დასწრება; ნიუ ჯერსის რბოლას რაც შეეხება, ორგანიზატორები ვერ ასწრებენ ეტაპის ორგანიზებას და დებიუტი 2015 წლისთვის გადაიდო.

საგაისო კალენდარში 19 ეტაპი იქნება. სეზონი სტარტს 16 მარტს, ავსტრალიაში აიღებს, საფინალო რბოლა კი აბუ დაბიში 23 ნოემბერს გაიმართება. კალენდარში ორი სიახლეა: დებიუტი ექნება რუსეთის გრანპრის
სოჭის ახალ ავტოდრომზე; ასევე, ფორმულა 1-ს დაუბრუნდა ავსტრიის ეტაპი.

2014 წლის კალენდარი:

16 მარტი. ავსტრალია
30 მარტი. მალაიზია
6 აპრილი. ბაჰრეინი
20 აპრილი. ჩინეთი
11 მაისი. ესპანეთი
25 მაისი. მონაკო
8 ივნისი. კანადა
22 ივნისი. ავსტრია
6 ივლისი. ბრიტანეთი
20 ივლისი. გერმანია
27 ივლისი. უნგრეთი
24 აგვისტო. ბელგია
7 სექტემბერი. იტალია
21 სექტემბერი. სინგაპური
5 ოქტომბერი. იაპონია
12 ოქტომბერი. რუსეთი
2 ნოემბერი. აშშ
9 ნოემბერი. ბრაზილია
23 ნოემბერი. აბუ დაბი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიკო ჰიულკენბერგი "ფორს ინდიაში" დაბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული