შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის ლეგენდარულმა გერმანელმა პილოტმა 29 დეკემბერს, სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში იმყოფება. გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული.
ამ დროისთვის მიხაელი ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
"სასწრაფოდ გახდა საჭირო ოპერაციის გაკეთება, რათა ტვინის შიდა შეშუპება როგორმე შეგვემცირებინა. სამწუხაროდ, ტვინის ნაწილი დაზიანებულია.
მიხაელი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. როდესაც ის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, უკვე კომაში იყო. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ კითხვაზე, მომჯობინდება თუ არა ის, ჯერჯერობით
იმ შემთხვევის დროს მიხაელს დამცავი ჩაფხუტი რომ არ კეთებოდა, ის ახლა ცოცხალი ნამდვილად აღარ იქნებოდა. ახლაც, თუკი მდგომარეობიდან გამოვა, გადარჩენას დიდწილად ჩაფხუტს უნდა უმადლოდეს.
შუმახერი სპორტსმენია და ეს ძალიან დაეხმარება მის ორგანიზმს სიცოცხლისთვის ბრძოლაში", - აქვეყნებს ექიმების ნათქვამს BBC.