თუ თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ დაცემისას მიღებული თავის ქალის ტრავმა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, გვიან ღამისთვის სიტუაცია კარდინალურად უარესობისკენ შეიცვალა.
როგორც გაზეთი Le Dauphine Libere, აგრეთვე რამდენიმე ფრანგული გაზეთი წერს, გრენბოლის საავადმყოფოში მოთავსებულ მიხაელ შუმახერს ტვინში სისხლის ჩაქცევა დაუდგინეს, ასე რომ, ყოფილი პილოტის სიცოცხლის საფრთხე სერიოზულად გაიზარდა.
ყოველ წუთს ვრცელდებოდა დაუდასტურებელი თუ ოფიციალური ინფორმაციები "ფერერის" ყოფილი პილოტის
თბილისის დროით დაახლოებით 18 საათზე, გრენობლის კლინიკაში გაიმართა ექიმების პრესკონფერენცია. მათ დაადასტურეს, რომ გერმანელი კომაში იყო, როცა ის საავადმყოფოში მიიყვანეს. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ჰემატომის მოშორება მოხერხდა, მაგრამ შუმის სხვა დაზიანებებიც აღმოაჩნდა. ლეგენდარული პილოტი ინტენსიური თერაპიის ცალკე პალატაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ, საჭირო გახდა გერმანელის ხელოვნური კომაში შეყვანა. ამ მომენტისთვის, პილოტის სხეულის ტემპერატურა 34-დან 35 გრადუსამდე მერყეობს.
ექიმებმა უარყვეს ადრე გავრცელებული ინფორმაცია ღამით ჩატარებული მეორე ოპერაციის შესახებ. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ შუმახერი სიცოცხლისთვის იბრძვის, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, რადგან გერმანელის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. ექიმების თქმით, მიხაელს დაცემის მომენტში ჩაფხუტის გარეშე რომ ყოფილიყო, გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდა.
ველოდებით მოვლენათა განვითარებას და მხოლოდ კარგ ამბებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"