ექიმები ჩურჩულებენ: შეიძლება მიხაელ შუმახერი კომადან ვეღარასოდეს გამოვიდეს

AutoSharing Option
მიხაელ შუმახერის მდგომარეობა, რომელიც თხილამურებით სრიალისას მძიმედ დაშავდა, კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

ექიმებმა უკვე არაერთგზის აღნიშნეს, რომ ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის გამოჯანმრთელების გარანტიას ვერ იძლევიან.

ახლახან კი შუმახერის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედიკოსები მათთან პირად საუბარში უკვე განიხილავენ ვარიანტს, რომლის თანახმად, "წითელი ბარონი" კომატოზური მდგომარეობიდან ვერასდროს გამოვა...

მისივე თქმით, ექიმები მიხაელის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ნელ-ნელა აჩვევენ ამ აზრს.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, ფრანგულ კურორტ მერიბელში თხილამურებით
სრიალისას შუმახერი დაეცა და თავი ქვას დაარტყა. 44 წლის მრბოლელი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ექიმებმა მიხაელს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება დაუდგინეს და ის ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

გრენობლის ჰოსპიტალში შუმახერს ორი ოპერაცია გაუკეთდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ავტორს და ბედნიერ ახალ წელსაც ვუსურვებ! მაგრამ შენიშვნა აუცილებლად უნდა მივცე: ეს სიტყვა "პრივატული" სკოლაში გასწავლეს? ქართულ ენაში არსებობს სიტყვა "პირად ..., კერძო ..." რომელიც ზუსტად გადმოსცემს ამ უცხო სიტყვის მნიშვნელობას! დიდი მადლობა
გიორგი
21:37 02-01-2014
0

სიახლეები პოპულარული