ფორმულა 1-ის კალენდარიც და განაცხადებიც ცნობილია

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმულა 1-ის 2015 წლის ჩემპიონატის კალენდარი განაახლა.

განახლებულ ვერსიაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. სიიდან ამოიღეს კორეის გრანპრი, რომელიც მოულოდნელად შეიტანეს გასულ თვეში, პირველად ვერსიაში.

საინტერესოა, რომ იმ ტექსტში, რომელიც წინ უძღვის კალენდარს, 21 გრანპრის ჩატარებაა ნავარაუდები, თუმცა სიაში 20 ეტაპია. როგორც ჩანს, განახლებულ კალენდარში, უბრალოდ, დაავიწყდათ რბოლების რაოდენობის შეცვლა.

2015 წლის კალენდარი
15 მარტი - ავსტრალია (მელბურნი)
29 მარტი - მალაიზია (სეპანგი)
12 აპრილი - ჩინეთი (შანხაი)
19 აპრილი - ბაჰრეინი (საჰირი)
10
მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)
24 მაისი - მონაკო (მონტე კარლო)
7 ივნისი - კანადა (მონრეალი)
21 ივნისი - ავსტრია (რედ ბულ რინგი)
5 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
19 ივლისი - გერმანია (ნიურბურგრინგი)
26 ივლისი - უნგრეთი (ბუდაპეშტი)
23 აგვისტო - ბელგია (სპა)
6 სექტემბერი - იტალია (მონცა)
20 სექტემბერი - სინგაპური (სინგაპური)
27 სექტემბერი - იაპონია (სუზუკა)
11 ოქტომბერი - რუსეთი (სოჭი)
25 ოქტომბერი - აშშ (ოსტინი)
1 ნოემბერი - მექსიკა (მეხიკო)
15 ნოემბერი - ბრაზილია (ინტერლაგუში)
29 ნოემბერი - აბუ დაბი (იას-მარინა)

* * *

გარდა ამისა, ფედერაციამ გამოაქვეყნა 2015 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილის სია. პირველად 1994 წლის შემდეგ, ფორმულა 1-ის პელოტონში არ იქნება მანქანა პირველი ნომრით. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა უარი თქვა "ერთიანზე" და თავისი მუდმივი ნომერი - "44" აირჩია.

ამ მომენტისთვის ცნობილია ჩემპიონატის ყველა მონაწილის ნომერი, გარდა "მანორისა" და "კატერჰემისა", თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ეს გუნდები გაისად ტრასაზე გასვლას.

2015 წლის განაცხადი ასე გამოიყურება:

მერსედესი
44. ლუის ჰემილტონი
6. ნიკო როსბერგი

რედ ბული
3. დანიელ რიკარდო
26. დანიილ კვიატი

უილიამსი
19. ფელიპე მასა
77. ვალტერი ბოტასი

ფერარი
5. სებასტიან ფეტელი
7. კიმი რაიკონენი

მაკლარენი
14. ფერნანდო ალონსო
22. ჯენსონ ბატონი

ფორს ინდია
27. ნიკო ჰიულკენბერგი
11. სერხიო პერესი

ტორო როსო
33. მაქს ვერსტაპენი
55. კარლოს საინსი

ლოტუსი
8. რომენ გროსჟანი
13. პასტორ მალდონადო

ზაუბერი
9. მარკუს ერიქსონი
12. ფელიპე ნასრი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული