ფორმულა 1: გერმანიაში ცირკი არ იქნება

AutoSharing Option
დიდია იმის ალბათობა, რომ 2015 წლის სეზონში არ გაიმართოს გერმანიის გრანპრი და თუ ასე მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 55 წლის განმავლობაში, როცა ამ ქვეყანაში არ ჩატარდება ფორმულა 1-ის ეტაპი. საქმე ისაა, რომ ორივე გერმანულმა ტრასამ - "ჰოკენჰაიმრინგმა" და "ნიურბურგრინგმა" უარი თქვეს გრანპრის ორგანიზებაზე.

წესით, ამ წელს გერმანიის ეტაპი "ნიურბურგრინგს" უნდა მიეღო, მაგრამ ეს ტრასა გაკოტრებულია. რაც შეეხება "ჰოკენჰაიმრინგს", ამ ავტოდრომზე ეტაპის ჩატარება ტრასის ხელმძღვანელმა გეორგ ზაიერმა გამორიცხა.

"აღარ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ტრასა მიიღებს ფორმულა 1-ის რბოლას. დიდი
ხანი ვმუშაობდით იმისთვის, რომ გაგვეხარებინა ავტოსპორტის მოყვარულები, მაგრამ დრო არ გვრჩება ეტაპის მოსამზადებლად. უხარისხოდ არაფრის გაკეთება არ გვინდა", - განაცხადა ზაილერმა "ბილდთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი კალენდრით, გერმანიის გრანპრის ჩატარება 19 ივლისს არის დაგეგმილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული