ფორმულა 1: ლუის ჰემილტონის ახალი გოგო

AutoSharing Option
სულ რაღაც ორი თვის წინ, "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი პოპ-მომღერალს, ნიკოლ შერცინგერს დაშორდა, რომელსაც 2007 წლიდან ხვდებოდა.

ბოლო დროს, ფორმულა 1-ის მოქმედ ჩემპიონს სულ უფრო ხშირად ხედავენ მოდელ ჯიჯი ჰადიდის საზოგადოებაში. ბრიტანული პრესა ვერ ადასტურებს - აქვთ თუ არა მათ რომანი, მაგრამ ფანტაზიას გასაქანს აძლევენ. მით უმეტეს, რომ ამ დღეებში, მონაკოს გრან-პრიზე ლუისი და ჯიჯი ერთად გამოჩნდნენ.

ამის შემდეგ კი მოდელმა "ინსატგრამზე" განათავსა ფოტო, რომელზეც თავის მეგობრებთან და ლუისთან ერთად არის გამოსახული. სურათს წარწერაც ახლდა თან: "ჩვენ გვიყვარხარ, ლუის! ყველამ
ვიცით, რომ შენ ჩემპიონი ხარ!"

ამის შემდეგ ეჭვი აღარავის დარჩა, რომ ჯიჯი და ლუისი მხოლოდ მეგობრები არ არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული