კომისიამ, რომელიც შარშანწინდელ ინციდენტს იძიებდა, ბიანკის დაღუპვის სხვა მიზეზებთან ერთად ისიც დაასახელა, რომ ფრანგი არასაკმარისად შენელდა ყვითელი დროშების წინ. ბიანკი ავარიაში 2014 წელს, იაპონიის გრანპრის დროს მოხვდა და მიღებული ტრავმებისგან 2015 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.
"კამერის წინ ყველას ეშინია რაიმეს თქმა. როცა კამერები არ არის, ისინი ჩემთან მოდიან და ამბობენ: "ეს არასწორია, ჟიულს შეცდომა არ დაუშვია, ეს მათ დაუშვეს შეცდომა".
ყველა პილოტს ველაპარაკე და მითხრეს, რომ პირობები იაპონიაში საშინელი იყო. ძლიერი წვიმა მოდიოდა, ძალიან დაბალი იყო ხილვადობა. მათ არ აქვთ უფლება ილაპარაკონ ჟიულის შეცდომაზე", - ამბობს ბიანკი F1-თან კომენტარში.
უფრო ადრე, ბიანკის ოჯახმა გადაწყვიტა სასამართლოში უჩივლოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას, ფორმულა 1-ის მფლობელებსა და საჯინიბო "მარუსიას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"