ფორმულა 1: მოტაცება ბრაზილიურად

AutoSharing Option
ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექსლტოუნის სიდედრი - 67 წლის აპარესიდ შუნკი მოიტაცეს. ამის შესახებ წერს ვებგვერდი Motorsport, ბრაზილიურ გაზეთებზე - Veja-სა და Jornal Nacional-ზე დაყრდნობით.

აპარესიდა შუნკი ექლსტოუნის 36 წლის მეუღლის ფაბიან ფლოზის დედაა. ფლოზისთან ურთიერთობა 85 წლის ბრიტანელმა 2012 წელს დააკანონა და ის ბერნის მესამე ცოლი გახლავთ.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, გამტაცებლები ითხოვენ გამოსასყიდს 36.5 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს არის უმსხვილესი თანხა ბრაზილიის კრიმინალისტიკის ისტორიაში.

აღვნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ექსლტოუნს საკუთარი ოჯახის წევრის
გამოსახსენლად თანხას სთხოვენ. 2012 წელს, ბერნის ქალიშვილის - ტამარას მოტაცებით იმუქრებოდა ვინმე მარტინ პეკჰემი, რომელიც 200 ათას ფუნტ სტერლინგს ითხოვდა. მოვგიანებით, პეკჰემი პოლიციამ დააპატიმრა და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სიდედრში ამოდენა თანხა რა ამბავია?)))
llcl
10:03 27-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული