როშემ BMW Motorsport-ში მუშაობა 1975 წელს დაიწყო. ის იოხენ ნეერპაშთან ერთად ფორმულა 1-თვის ტურბირებული ძრავის შექმნით იყო დაკავებული. მათი ქმნილება 1980 წელს, "ბრებემის" ბოლიდზე გამოსცადეს. ორი წლის შემდეგ, "ბრებემის" ბოლიდები ჩემპიონატის სტარტზე გავიდნენ - მათ ორი ტურბინით აღჭურვილი BMW-ის ძრავა ჰქონდათ. 1983 წელს, ბრაზილიელი ნელსონ პიკე Brabham BT52-ით ჩემპიონი გახდა. იმ დროს, BMW-ის ძრავა 1500 ცხენის ძალაზე მეტ სიმძლავრეს ავითარებდა,
1986 წელს, ფორმულა 1-დან BMW-ის წასვლის შემდეგ, როშე ბავარიული კომპანიის სერიული მანქანებისთვის ძრავებს ქმნიდა. 1999 წელს, 65 წლის ასაკში დამსახურებულ პენსიაზე გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"