ქართველმა მრბოლელმა შოთა აფხაზავამ ორჯერ დაიკავა მეხუთე ადგილი, ხოლო ბოლო რბოლის ფინიშზე მეოთხე მივიდა. სულ რბოლაში მონაწილეობას იღებდა 18 სპორტსმენი დანიიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პირველ წვრთნაზე აფხაზავა თითოეულ წრეზე ლიდერს ჩამორჩა 1.6 წამით. თუმცა, უკვე მეორე წვრთნაზე დაშორება 0,9 წამამდე შემცირდა. ამის ხარჯზე შოთამ კვალიფიკაციაში 8-ე ადგილი დაიკავა, მან განახორციელა რამოდენიმე გასწრება და 5-ე ადგილზე გავიდა.
შოთა აფხაზავა:
შოთა აფხაზავას აქვს სარბოლო ავტომობილ "ლეგენდა"-ს მართვის დიდი გამოცდილება. მან რამდენჯერმე მოიგო "ლეგენდები"-ს რუსეთის სერია (2008-2010). 2008 წელს მან ლას-ვეგასში "ლეგენდები"-ს მსოფლიო ფინალზე დაიკავა 2-ე ადგილი. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე შოთა მონაწილეობას იღებს პირველად, და ჯერ კიდევ არასოდეს გამოსულა "პადპორგი"-ს ტრასაზე.
აღსანიშნავია, რომ ქართველ პილოტს ტრიბუნებზე მხარს უჭერდნენ მისი მშობლები და უფროსი ვაჟი. შოთა აფხაზავა არის საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (სსსა) პრეზიდენტი, პროფესიონალი სარბოლო ინჟინერი, "ფორმულა-3"-ის საავტომობილო კლასის კონსტრუქტორი. ამჟამად იგი ახორციელებს ინვესტიციას "რუსთავი"-ს ავტოდრომის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც უნდა გახდეს ავტოსპორტის ცენტრი მთელი ამიერკავკასიის და შავი ზღვის რეგიონში.
msy.gov.ge