ჯონსონმა მეორე მოიგო

AutoSharing Option
ავტოსპორტის სამყაროში გასული უქმეები მხოლოდ ფორმულა 1-ის ეტაპით არ ყოფილა გამორჩეული - ამერიკაში პოპულარული ნასკარის სერიის 36-ეტაპიანი ჩემპიონატის 30-ე რბოლა კანზას-სიტიში (Hollywood Casino 400) ჩატარდა და ამ სერიის ხუთგზის ჩემპიონის, "შევროლეს" მანქანით მოასპარეზე ჯიმი ჯონსონის ტრიუმფით დასრულდა.

არადა, ჯონსონმა მე-19 პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ასეთი რბოლებისთვის დამახასიათებელი ხშირი რესტარტების წყალობით, 24-ე წრეზე ეს პილოტი პირველად გავიდა წინ.

ამის შემდეგ ჯონსონმა რამდენიჯერმე დაკარგა ლიდერობა, მაგრამ რესტარტის შემდეგ ისევ პელოტონის სათავეში დგებოდა - ასე მოხდა 247-ე და 270-ე წრეების დროს, როცა მან
უკან ჩამოიტოვა ბრედ კესელოვსკი და კეისი კენი. ჯონსონს იმ მხრივაც გაუმართლა, რომ ტექნიკური პრობლემები შეექმნა მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს - ჯეფ გორდონს.

საბოლოოდ, ჯიმი ჯონსონმა სეზონში მეორე რბოლა მოიგო და საერთო ჩათვლაში 2157 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მასზე წინ კარლ ედვარდსი და კევინ ჰარვიკი იმყოფებიან, რომლებთანაც სულ ცოტას - ოთხ და სამ ქულას აგებს.
Hollywood Casino 400

1. ჯიმი ჯონსონი (შევროლე) - 272 წრე (ლიდერობდა 197 წრე); 2. კეისი კენი (ტოიოტა) - 272 (0); 3. ბრედ კესელოვსკი (დოდჯი) - 272 (5); 4. მეტ კენსეტი (ფორდი) - 272 (26); 5. კარლ ედვარდსი (ფორდი) - 272 (0); 6. კევინ ჰარვიკი (შევროლე) - 272 (0); 7. კლინტ ბოუიერი (შევროლე) - 272 (0); 8. გრეგ ბიფლი (ფორდი) - 272 (23); 9. მარკოს ემბროუზი (ფორდი) - 272 (0); 10. მარკ მარტინი (შევროლე) - 272 (0)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული