![](https://sportall.ge/pictures/image5/8580da7f57be0e77f38be889abe58626.jpg)
ავტომობილების კლასში ბრძოლა შეწყვიტა მოქმედმა ჩემპიონმა - კატარელმა ნასერ ალ-ატიიამ. მის "ჰამერს" მთელი რბოლის განმავლობაში ხშირად ჰქონდა ტექნიკური პრობლემები. ამჯერადაც, კატარელი ორჯერ გაჩერდა ეტაპის მსვლელობისას. პირველ შემთხვევაში მან შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა, მაგრამ მეორე გაჩერების შემდეგ გადაწყვიტა მეცხრე ეტაპიდან მიეტოვებინა რბოლა. მისთვის წლევანდელი დაკარი დასრულებულია.
თუმცა გაუმართლა "ჰამერის" მეორე წევრს - რობი გორდონს, რომელიც პირველი მივიდა ფინიშთან და კვლავაც კვალში უდგას საერთო ჩათვლის ლიდერს - სტეფან პეტერანსელს. ამერიკელმა ფრანგს წუთი და 38
საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 24.41,14; 2. რობი გორდონი (Hummer) - +5,58; 3. კშიშტოფ ჰოლოვჩიკი (Mini) - +16,49; 4. ხოან რომა (Mini) - +19,26; 5. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +54,10; 6. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +1.29,20...
* * *
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო - ლიდერის ცვლილება მოტოციკლების კლასში. როგორც ჩანს, აქ ბოლო დღემდე დაძაბული ბრძოლა იქნება ფრანგ სირილ დეპრესა და ესპანელ მარკ კომას შორის.
ორი დღის წინ, კომამ ისარგებლა კონკურენტის შეცდომით და გენერალურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, გუშინ კი დეპრემ რევანში აიღო. ფრანგი რისკზე მიდიოდა და ამ ტაქტიკამ გაამართლა - ფრანგმა 3 წუთი და 54 წამი მოუგო კომას და ლიდერობა დაიბრუნა.
საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (KTM) - 28.45,17; 2. მარკ კომა (KTM) - +2,28; 3. ელდერ როდრიგესი (Yamaha) - +44,19; 4. ხორდი ვილადომსი (KTM) - +1.13,43; 5. ხერარდ ფარესი (KTM) - +1.18,05; 6. სტეფან სვიტკო (KTM) - +1.18,33...
* * *
სატვირთო მანქანების კლასში კინაღამ ტრაგედია მოხდა. ჩეხმა ალეშ ლოპრაისმა, არასპეცმონაკვეთის დროს საჭე მექანიკოსს დაუთმო, მაგრამ ამ უკანასკნელმა მანქანა ვერ დაიმორჩილა, ტრასის მიღმა გადავარდა და ამოტრიალდა. მთელი ეკიპაჟი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ლოპრაისს ხერხემალი აქვს დაზიანებული და, შესაძლოა, სამუდამოდ ინვალიდი დარჩეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავარიის მიზეზი ის იყო, რომ მექანიკოსს საჭესთან ჩაეძინა.
საერთო ჩათვლა
1. ჟერარდ დე როოი (Iveco) - 28.43,59; 2. ჰანს სტეისი (Iveco) - +47,32; 3. არტურ არდავიჩუსი (კამაზი) - +1.06,40; 4. პეპ ვილა (Iveco) - +2.25,30; 5. ანდრეი კარგინოვი (კამაზი) - +2.37,19; 6. ილგიზარ მარდეევი (კამაზი) - +3.23,41...
* * *
კვადროციკლების კლასში ინტრიგა თანდათან კვდება. ალეხანდრო და მარკოს პატრონელები არანაირ შანსს არ უტოვებენ კონკურენტებს, ხოლო ტომას მაფეიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ ლიდერობაზე აცხადებდა პრეტენზიას, არგენტინელ ძმებთან 40 წუთი წააგო.
საერთო ჩათვლა
1. ალეხანდრო პატრონელი (Yamaha) - 35.06,21; 2 მარკოს პატრონელი (Yamaha) - +1.19,59; 3. ტომას მაფეი (Yamaha) - +1.50,12; 4. იგნასიო კაზალე (Yamaha) - +4.07,55; 5. ლუკას ბონეტო (Honda) - +6.03,01; 6. სერხიო დე ფუენტე (Yamaha) - +6.17,41...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"