ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა.

მონტეკარლოს ოთხდღიანი ეტაპის განმავლობაში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი მუდმივად ზრდიდა უპირატესობას კონკურენტებთან, თანაც ყველაზე სახიფათო მეტოქეები ავარიის გამო ეთიშებოდნენ ბრძოლას, როგორც ეს ფინალ ლატვალასა და ფრანგ ოჟიეს მოუვიდათ.

საბოლოოდ, ლოების უპირატესობამ მეორე ადგილზე გასულ დანი სორდოსთან 2 წუთი და 45 წამი შეადგინა. მეორე პოზიციისთვის ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იყო და სორდომ ფინიშზე მხოლოდ 19 წამი აჯობა მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონ პეტერ სოლბერგს. სხვათა შორის, სოლბერგისთვის ეს პირველი პოდიუმია
მონტე კარლოს რალიზე, ლოებმა კი მეექვსედ მოიგო ეს კლასიკური ეტაპი, სულ მსოფლიოს ჩემპიონატში 68 გამარჯვება დაუგროვდა.

ასევე აღსანიშნავია სოლდოს მიღწევა. ის "მინის" კლასის მანქანით გამოდის და ამ მარკას 1967 წლის შემდეგ არ ღირსებია რალის მსოფლიოს ჩემპიონატში პოდიუმი.

13-ეტაპიანი ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი იქნება - შვედეთის რალი, რომელიც 9-12 თებერვალს კარლსტადში ჩაივლის.
მონტე კარლოს რალი

1. სებასტიან ლოები (Citroen) - 4:32.39,9; 2. დანი სორდო (Mini) - +2.45,5; 3. პეტერ სოლბერგი (Ford) - +3.14,1; 4. მიკო ჰირვონენი (Citroen) - +4.06,8; 5. ევგენი ნოვიკოვი (Ford) - +6.03,4; 6. ფრანსუა დელეკური (Ford) - +7.47,9; 7. პიერ კამპანა (Mini) - +8.31,4; 8. ოტ ტანაკი (Ford) - +10.34,6; 9. მარტინ პროკომი (Ford) - +16.10,7; 10. არმინდუ არაუჟუ (Mini) - +16.16,6...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (Citroen) - 28 ქულა; 2. დანი სორდო (Mini) - 18; 3. პეტერ სოლბერგი (Ford) - 15; 4. მიკო ჰირვონენი (Citroen) - 14; 5. ევგენი ნოვიკოვი (Ford) - 11; 6. ფრანსუა დელეკური (Ford) - 8; 7. პიერ კამპანა (Mini) - 6; 8. ოტ ტანაკი (Ford) - 4; 9. მარტინ პროკომი (Ford) - 2; 10. არმინდუ არაუჟუ (Mini) - 1...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული